ჭიჭინაძე – ეროვნული თანხმობის მთავრობა „ოცნების“ გარეშე უნდა შედგეს, პარტია „ქართული ოცნება“ კი საერთოდ უნდა აიკრძალოს

ვინც დღეს „ქართულ ოცნებას“ მოლაპარაკებაში ისევ გაჰყვება, ისინი „ოცნების“ ყველა დანაშაულის თანამონაწილე ხდებიან, რადგან ეს სხვა არაფერი იქნება, თუ არა ამდენი გულანთებული ადამიანის ისევ მოტყუება, – ამის შესახებ “ტრიბუნას“ ლიდერმა, დავით ჭიჭინაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ეროვნული თანხმობის მთავრობა „ოცნების“ გარეშე უნდა შედგეს.

„არც იმას დაიჯერებს არავინ, რომ ამ 10-11 წლის შემდეგ ივანიშვილი ერთ მშვენიერ დღეს გადაკეთდება, კობახიძე-ღარიბაშვილი თუნდაც კუჭავა-თალაკვაძით რომ ჩაანაცვლოს. ან იმის ვის სჯერა, რომ თუნდაც დეოლიგარქიზაცია მოხდება?! ამიტომ ვამბობ, რომ ეროვნული თანხმობის მთავრობა „ოცნების“ გარეშე უნდა შედგეს, პარტია „ქართული ოცნება“ კი საერთოდ უნდა აიკრძალოს,“ – აცხადებს დავით ჭიჭინაძემ.

banner
წინა სტატიაშიბორის ჯონსონი რუს მეცნიერებს, რომლებიც პუტინის ძალადობრივი პოლიტიკით უკმაყოფილო არიან, ბრიტანეთში გადასვლას სთავაზობს
შემდეგი სტატიაკრემენჩუკის სავაჭრო ცენტრზე სარაკეტო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა