ჭიჭინაძე – დარწმუნებული ვარ, თვითონ ივანიშვილიც ჩაწერილი და გამოტანილია უკვე

დარწმუნებული ვარ, თვითონ ივანიშვილიც ჩაწერილი და გამოტანილია უკვე, სისტემაა ასეთი და იმიტომ, – ასე შეაფასა „ტრიბუნას“ ლიდერმა, დავით ჭიჭინაძემ ე.წ. ფარული ჩანაწერების გავრცელება.

მისი თქმით, სწორედ „ქართული ოცნების” დროს მოხდა ყველაზე დიდი რეპუტაციული შეტევა პატრიარქსა და ეკლესიაზე.

„სანამ „ქართული ოცნება” ისევე არ დაისჯება, როგორც წინა ხელისუფლება დაისაჯა, სანამ პასუხს არ მოვთხოვთ სათითაოდ ყველა დამნაშავეს და მთელ სისტემას, ყოველ დღე უარესი მოხდება. ერთი და იგივე ხალხი აკეთებდა და აკეთებს მთელ ამ სიბინძურეს. “ოცნებამ” ხომ ყველაზე უმსგავსო, უსახური ადამიანების ხროვა შეყარა ძველებიდან, ვინც იქაც აფუჭებდა საქმეს და აქაც აფუჭებს.

აი, ამ მონების გამო, ჩვენი რწმენის და ეკლესიის დაზიანება არასდროს გვეპატიება, რადგან თუ რამემ მოიტანა ჩვენი ქვეყანა საუკუნეებია, ეს ჩვენი რწმენაა. ამიტომ, ჩვენ, ხალხმა უნდა გადავტეხოთ და ისე უნდა დაისაჯონ დამნაშავეები, აღარავის მოუნდეს ამის გამეორება. ფაქტია, სწორედ „ქართული ოცნების” დროს მოხდა ყველაზე დიდი რეპუტაციული შეტევა პატრიარქსა და ეკლესიაზე. ცოცხალ ადამიანს თანამესაყდრე დაუნიშნეს, ფარული მოსმენები, ჩაწერები, უღირსების აღზევება, თორემ მიშას დროს, პატრიარქს ანგარიშსაც უწევდნენ, მის შეწყალებასაც ითვალისწინებდნენ, გარეთ უსამართლობა რომ მძვინვარებდა, ხალხიც შვებას ეკლესიაში პოულობდა“, – განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

banner
წინა სტატიაშიევროპარლამენტარი – მიხეილ სააკაშვილს პროვოკაციებისგან თავის შეკავებისკენ მოვუწოდე
შემდეგი სტატიასაქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 60 პაციენტი გარდაიცვალა