ჭიჭინაძე – დანაშაულს ჩადიან, რასაც ირიბად, მაგრამ აღიარებს პრემიერი ღარიბაშვილი

დანაშაულს ჩადიან, რასაც ირიბად, მაგრამ აღიარებს პრემიერი ღარიბაშვილი და სისხლის სამართლის პასუხისგებაში არავინ არის მიცემული, – ამის შესახებ „ტრიბუნას“ ლიდერმა დავით ჭიჭინაძემ განაცხადა.

ჭიჭინაძის განცხადებით, ლარის კურსი 1,6-ზე უნდა დაბრუნდეს, ბანკებმა საპროცენტო განაკვეთები რომ დაუწიონ.

„თუ ზამთარში გაძვირებული კომუნალური გადასახადები მოვა, ეს ხალხს დამატებით პრობლემებს არ შეუქმნის?! ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც ფულის გადახდას ყველა გექაჩება, ფული როგორ იშოვო, ეგ არავის აინტერესებს; შემოსავალს ისე გიკეტავენ, არავინ ფიქრდება იმაზე, რომ ხვალ შეიძლება ლუკმა-პური ვეღარ მიუტანო შვილებს, სამაგიეროდ გადასახადს არ გპატიობენ ერთი დღითაც კი! ქვეყანაში, სადაც მინისტრები კანონს არღვევენ, საბოტაჟს აწყობენ, კლავენ მოსახლეობას, ვაქცინა დროულად არ შემოიტანეს და იმიტომ! დანაშაულს ჩადიან, რასაც ირიბად, მაგრამ პირადად აღიარებს პრემიერი ღარიბაშვილი და სისხლის სამართლის პასუხისგებაში არავინ არის მიცემული! მოკლედ, გამოდის, რომ საკუთარ ხალხზე ექსპერიმენტებს დადგამ, მოწამლავ, არ უმკურნალებ, მომავალს წაართმევ და არანაირი პრობლემა, მთავარია ეს ყველაფერს გაამართლო იმით, რომ წინა 9 წელი იყო ცუდი“, – აცხადებს დავით ჭიჭინაძე.

banner
წინა სტატიაშიოფიციალური მონაცემებით, საქართველოში სულ 883 570 აცრაა ჩატარებული
შემდეგი სტატიამე-4 მექანიზებულ ბრიგადაში დამატებითი ვაქცინაციის კაბინეტი გაიხსნა