ჭიჭინაძე: ცხენს რომ ჩამოაფარებ და ვერსად ვერ იყურება, ასეა ჩვენი მთავრობა

“ცხენს რომ ჩამოაფარებ და ვერსად ვერ იყურება, ასეა ჩვენი მთავრობა”, – ამის შესახებ “ტრიბუნას” ლიდერმა დავით ჭიჭინაძემ “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.

“სამუშაო ადგილების შედეგად შემოსული გადასახადი არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რომელიც დღეს არ იქმნება. ეკონომიკური ზრდის ერთადერთი მაჩვენებელი სამუშაო ადგილების ზრდაა. თუ სამუშაო ადგილები არ იზრდება, დანარჩენი ყველაფერი ინფლაციური მაჩვენებელია. ციფრებით მანიპულაციაა.

რისი ბრალია ეს ყველაფერი და უცოდინრობის ბრალია და დოგმიდან გასვლის. ცხენს რომ ჩამოაფარებ და ვერსად ვერ იყურება, ასეა ჩვენი მთავრობა. გამოდის ფინანსთა მინისტრი და იძახის ეკონომიკა გაცილებით ადრე იწყებს ეკონომიკის აღდგენასო, ვიდრე მოველიდითო”, – განაცხადა ჭიჭინაძემ.

banner
წინა სტატიაშიევროპაში სრულად პირველ 3D პრინტერით დაბეჭდილი სახლში უკვე ცხოვრობენ
შემდეგი სტატიაგამონაკლისის სახით, გადაადგილებაზე შეზღუდვა დღეს 23:00-დან 04:00 საათამდე იმოქმედებს