ჭიჭინაძე – არჩევნებზე შედეგს ერთიანი კანდიდატი ნიკა მელია დადებს

არჩევნებზე შედეგს ერთიანი კანდიდატი ნიკა მელია დადებს და დაიწყება კიდეც ცვლილებებიც ოღონდ მანამდე „წითელი ხაზები“ პირველ რიგში ოპოზიციაშია გასავლები, თავის სახელი რომ დაერქვას ყველაფერს – ვინ არის ხალხის მხარეს და ვის უბრალოდ ხელისუფლებაში ყოფნა უნდა “ოცნებასთან” ერთად”,- ამის შესახებ პარტია “ტრიბუნას” ლიდერმა დავით ჭიჭინაძემ განაცხადა.

“კობახიძემ ერთი კი არა, 45% -იც რომ დაიწეროს, მაინც მოუწევს ვადამდელი არჩევნების ჩატარება! თან მანამდე, კობახიძის “ოცნებას” წირვას გახარია გამოუტანს.

სააკაშვილი კიდევ თუ ისე დაეცა, რომ კობახიძის ალტერნატივად განიხილავს თავს, ღმერთმა ხელი მოუმართოს. მითუმეტეს, ამ ქვეყანას პერსპექტივას ვერც სააკაშვილი შეუქმნის და ეს ფაქტია.

ჩამოვიდეს რიგით ჯარისკაცად და იბრძოლოს. აქამდეც ჩამოსულიყო, უკვე დაჭერილიც იქნებოდა და გათავისუფლებულიც, დასავლეთის ჩართულობით.

მოკლედ, ვადამდელი არჩევნები არც კობახიძეზეა დამოკიდებული, არც სააკაშვილზე და არც არავიზე, მხოლოდ ხალხზე!

რადგან უკვე ნორმალურ ცხოვრებაზე კი არა, არსებობაზე, გადარჩენაზეა საუბარი!”- განაცხადა ჭიჭინაძემ.

banner
წინა სტატიაშიმაჭარაშვილი – სააკაშვილს სერიოზულად საკუთარ გუნდშიც არ აღიქვამენ
შემდეგი სტატიამშვენიერაძე – ჩემი ვარაუდით, გიორგი გახარიაზე აქვთ კომპრომატი, რომელიც ნარკოტიკული თრობის დროსაა გადაღებული