ჭიჭინაძე – აქ კობახიძე ყველაფერს გააკეთებს, რომ ღარიბაშვილს იქ თავი მოჭრას

პოლიტიკური მოძრაობა “ტრიბუნას” ლიდერი, დავით ჭიჭინაძე ამბობს, რომ თუ ნიკა მელია ციხეში იქნება მოლაპარაკებებს აზრი არ ექნება. მისივე თქმით, მელიას გათავისუფლების შემთხვევაში ოპოზიცია შეიძლება გარკვეულ კომპრომისებზე წავიდეს.

“თუ მელია ციხეშია, ანუ ყველა პუნქტი დაბლოკილია. თუ ჩვენ გვინდა დანიელსონის აქ ყოფნას აზრი ჰქონდეს მაშინ მელიაც უნდა გამოვიდეს და მერე შეიძლება ოპოზიცია გარკვეულწილად რაღაც კომპრომისებზე წავიდეს.

მომლაპარაკებლად აქ კობახიძე და იქ ღარიბაშვილი, მე დარწმუნებული ვარ ეს ადამიანი ყველაფერს გააკეთებს, რომ იმას იქ თავი მოჭრას”,-თქვა ჭიჭინაძემ.

მისივე თქმით, ვადამდელი არჩევნების ჩასატარებლად ქვეყანას გარდამავალი მთავრობა დასჭირდება და მოქმედმა ხელისუფლებამ უკვე არც ვადამდელი არჩევნები უნდა ჩაატაროს.

banner
წინა სტატიაშისახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრმა სასწავლო პროცესი დაიწყო
შემდეგი სტატიაფერაძე – ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, საბჭო ყველა ეკონომიკურ აქტივობაზე ეტაპობრივად იმსჯელებს