ჭიათურის თეატრი მაღაროელთა პროტესტს შეუერთდა

ჭიათურის თეატრი მაღაროელთა პროტესტს შეუერთდა. გაფიცულთა სოლიდარობის ნიშნად მსახიობები შეიკრიბნენ მერიასთან.

მათი თქმით, მხარდაჭერა ჯერ კიდევ უკრაინაში გასტროლებზე ყოფნისას გამოუცხადეს ახლა კი თანადგომის ნიშნად ფესტივალებში მონაწილეობაზე და სპექტაკლების დადგმაზე უარი თქვეს.

მათი პროტესტი იქამდე გაგრძელდება, ვიდრე მაღაროელთა მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება.

დამსაქმებელთან უშედეგო მოლაპარაკების შემდეგ ჭიათურაში მაღაროელთა პროტესტი გრძელდება. მათ სკოლის მოსწავლეები, ბაზრობის და მაღაზიების თანამშრომლები და მოსახლეობის ნაწილი შეუერთდნენ. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ დაიხურება სკოლები, ბაღები, მაღაზიები და მთელი ქალაქი გაიფიცება. მე-11 დღეა საწარმოო პროცესი ყველა მაღაროში შეჩერებულია.

banner
წინა სტატიაშიშუალედური არჩევნების მეორე ტური 9 ივნისს გაიმართება
შემდეგი სტატიასექსუალურ შევიწროებაში დადანაშაულებულმა ლექტორმა ბათუმის საკრებულოში თანამდებობა დატოვა