ჭიათურის მერმა სავაჭრო ქსელის წარმომადგენლები გააფრთხილა


ჭიათურის მერმა გივი მოდებაძემ ქალაქში არსებული სავაჭრო დაწესებულებებში საგანგებო სიტუაციის ფარგლებში გათვალისწინებული ნორმების შესრულების ხარისხი შეამოწმა.

რამდენიმე მაღაზიაში გარკვეულ პროდუქტზე გაზრდილი ფასები დაფიქსირდა.

გივი მოდებაძემ გააფრთხილა სავაჭრო ქსელების წარმომადგენლები, მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ მსოფლიოში,მათ შორის საქართველოში შექმნილ ვითარებას, დაიცვან მომხმარებელთა ინტერესები და არ მოხდეს სურსათზე ფასების ხელოვნურად ზრდა.

როგორც ჭიათურის მერმა აღნიშნა, შესაბამის სამსახურებთან ერთად, აღნიშნულ საკითხს ყოველდღიურ მონიტორინგს გაუწევს.

რაც შეეხება სურსათით მომარაგებას, როგორც მაღაზიებში აღნიშნეს, საკვები პროდუქტის მარაგი საკმარისად აქვთ.

მუნიციპალიტეტის მერმა ადმინისტრაციული სამსახურის უფროსთან ხათუნა ცერცვაძესთან და საქართველოს წითელი ჯვრის ჭიათურის წარმომადგენლებთან ერთად, სავაჭრო ქსელში დასაქმებულებს და ადგილობრივ მოსახლეობას კორონავირუსთან ბრძოლის პრევენციის სარეკომენდაციო ფლაერები გადასცა.

banner
წინა სტატიაშიხონის მუნიციპალიტეტში 70 წელს გადაცილებული მარტოხელა მოქალაქეებისთვის საკვები პროდუქტის დარიგება დაიწყო
შემდეგი სტატიალევ ლეშენკოს კორონავირუსი დაუდასტურდა