ჭიათურის მაღაროში მომხდარ შემთხვევას მამაკაცი ემსხვერპლა

ჭიათურაში, ითხვისის მაღაროში მომხდარ შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.როგორც ცნობილია, შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა.

გარდაცვლილია 50 წლამდე მამაკაცი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

შემთხვევის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

banner
წინა სტატიაშიექს-პრემიერის ძმისთვის, სასამართლოს მიერ ექსპერტ ლევან ჩაჩუას გამართლება მეათეხარისხოვანია
შემდეგი სტატიანორბერტ ჰოფერმა ავსტრიის საპერზიდენტო არჩევნებში წააგო