ჭიათურაში მოშიმშილე მირზა ლოლაძე, რომელსაც პირი ჰქონდა ამოკერილი, ჯანმრთელობის მკვეთრად გაუარესების გამო, კლინიკაში გადაიყვანეს. ლოლაძისა და ტარიელ მიქაცაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა გართულდა. ისინი ე.წ. მშრალ შიმშილობაზე არიან
მაღაროელები საჭირო მედიკამენტების მიღებაზე, მათ შორის, შაქრიანი წყლის დალევაზე, ექიმს უარს ეუბნებიან.
შეგახსენებთ, შიმშილობდა სულ შვიდი მაღაროელი, მათგან სამს პირი ჰქონდა ამოკერილი, ორი – მშრალ შიმშილობაზე იყო.
მარიამ ნიკურაძის ფოტო