ჭიათურაში მაღაროელების ხელფასი 35 პროცენტით გაიზრდება

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge მაისი 27, 2019 19:50

ჭიათურაში მაღაროელების ხელფასი 35 პროცენტით გაიზრდება

ჭიათურაში მაღაროელების ხელფასი 35 პროცენტით გაიზრდება. როგორც ჭიათურაში დღეს გამართული შეხვედრის შემდეგ ერთ-ერთმა მაღაროელმა განაცხადა, ამის შესახებ შეთანხმება უკვე მიღწეულია.

მისივე თქმით, დღეს მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე მაღაროელები პროტესტს შეწყვეტენ.

შეხვედრაში მონაწილე ერთ-ერთი მაღაროელის ინფორმაციით, მათ შეთანხმებას მიაღწიეს, რომ ხელფასი პირველ ეტაპზე 25 პროცენტით მოემატებათ, ხოლო წლის განმავლობაში – კიდევ 10 პროცენტით.

ჭიათურაში მაღაროელების გაფიცვა თერთმეტი დღის წინ დაიწყო. გაფიცულთა ნაწილი შიმშილობდა. მაღაროელები სამუშაო პირობების გაუმჯობესებასა და ხელფასის 50 პროცენტით გაზრდას ითხოვდნენ. ჭიათურაში მაღაროელებს მხარდაჭერა გამოუცხადეს სკოლის პედაგოგებმა და მოსწავლეებმა, აგრეთვე, ჭიათურის თეატრმა.

ჭიათურაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით ეკონომიკის, ჯანდაცვისა და განათლების მინისტრები ნათია თურნავა, დავით სერგეენკო და მიხეილ ბატიაშვილი ჭიათურაში ჩავიდნენ.

მაღაროელებთან შეხვედრა სწორედ მათი მონაწილეობით გაიმართა. შეხვედრაში მონაწილეობდნენ აგრეთვე, ჭიათურის ახლად არჩეული მერი გივი მოდებაძე და „ჯორჯიან მანგანეზის“ სპეციალური მმრათველი ნიკოლოზ ჩიქოვანი.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge მაისი 27, 2019 19:50

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


9,494
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics