ჭიათურაში მაღაროელები ხელფასის 50%-ით მომატებას მოითხოვენ – პროტესტი გრძელდება

ჭიათურაში მაღაროელების პროტესტი გრძელდება. “ჯორჯიან მანგანეზში” დასაქმებული 3 ათასზე მეტი თანამშრომელი მეორე დღეა სამუშაოს შესრულებაზე უარს აცხადებს გაფიცულია და მუნიციპალიტეტის მერიის შენობასთან საპროტესტო აქცია მართავს.

გაფიცული მაღაროელები ხელფასის 50 %-ით გაზრდას მოითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი უწყვეტ აქციებს აანონსებენ.

კომპანია დასაქმებულებს 250 ლარით ხელფასის ზრდას ჰპირდება, რაც მაღაროელებისთვის მიუღებელია.

banner
წინა სტატიაშივარლამ გოლეთიანი – 23 მაისს დავიწყებთ აუღებელ აქციებს დედაქალაქში
შემდეგი სტატიაშსს-მ რეგულაციების დარღვევის 1 275 ფაქტი გამოავლინა