ჭიათურაში მაღაროელები გაიფიცნენ

ჭიათურაში შპს „ჯორჯიან მანგანეზის” სამთო გამამდიდრებელ კომბინატში მაღაროელები გაიფიცნენ. ამის შესახებ ინფორმაციას ჭიათურის პირველადი პროფკავშირული ორგანიზაცია ავრცელებს. გაფიცულები ხელფასების გაზრდას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ.

„ადგილზე ჩვენ დაგვხვდნენ ადმინისტრაციის წარმომადგენლები. გაფიცულები ესაუბრებოდნენ სამთო გამამდიდრებელი კომბინატის გენერალურ დირექტორს, აკაკი გურჯიძეს. შეთანხმებას ვერ მიაღწიეს და მაღაროელებმა გადაწყვიტეს გაფიცვის გაგრძელება. ჩვენი ორგანიზაცია იქ იქნება, სადაც მაღაროელები იქნებიან და ნებისმიერ პროცესებში შეეცდებიან დაიცვან მათი ინტერესები“, – აცხადებენ პროფკავშირებში.

banner
წინა სტატიაშიპროკურორის განცხადებით, ექსპერტიზამ გორში მოკლული 9 წლის გოგონას მიმართ იაგო ნებიერიძის მხრიდან სექსუალური ხასიათის ქმედება დაადასტურა
შემდეგი სტატიაარ გამოვრიცხავ ხელოვნურად ხდებოდეს ვითარების დაძაბვა – კალაძე ზუგდიდზე