ჭიათურის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში ძლიერი ქარის შედეგად ხე წაიქცა და მოძრავ ავტომობილს დაეცა. შემთხვევის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მცხოვრებლები ავრცელებენ.
მოვლენების ადგილზე განვითარების შესახებ მოქალაქე „მთავარს“ უყვება, რომ შემთხვევამ საავტომობილო მოძრაობის შეფერხება გამოიწვია.
„მინიმუმ 2-კილომეტრიანი საცობი შეიქმნა ერთ მხარეს. მოსახლეობამ გაათავისუფლა გზა — პატრული და სამაშველო გვიან მოვიდა“, — აცხადებს ადგილობრივი.
შემთხვევის შედეგად დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია ამ ეტაპზე არ ვრცელდება.















