ჭიათურაში 14 წლის ბიჭი დენის დარტყმის შედეგად დაიღუპა

ჭიათურაში 14 წლის ბიჭი დენის დარტყმის შედეგად დაიღუპა. შემთხვევა წუხელ მოხდა.

„14 წლის ბიჭი აბაზანაში შედიოდა, როდესაც დენმა დაარტყა. ჯერ უცნობია, საიდან გადმოვიდა დენი. მოზარდი ადგილზე გარდაიცვალა“,-აცხადებს ჭიათურის მერი, გივი მოდებაძე.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშითუ ჩემთვის კარგი საქმის გაკეთება გსურთ, არც იფიქროთ ჩემი გირაოს ანგარიშზე თუნდაც ერთი თეთრის შეტანა – გვარამია მხარდამჭერებს მიმართავს
შემდეგი სტატიამაშველებმა უშბადან დაშავებული ტურისტები ჩამოიყვანეს