ჭიათურას ის ადამიანი სჭირდება მერის სახით, რომელიც პრობლემებს მოაგვარებს

„ევროპული საქართველოს“ წევრები დავით ბაქრაძე და სერგი კაპანაძე ჭიათურის რაიონის სოფელ ეწერის მოსახლეობის პრობლემებს მერის შუალედურ არჩევნებში დამოუკიდებელ კანდიდატ დავით ჭუმბურიძესთან ერთად გაეცნენ.

როგორც „თაიმერს“ „ევროპული საქართველოდან“ აცნობეს, ადგილობრივები ისეთ პრობლემებზე საუბრობენ, როგორიცაა გაზრდილი კრიმინალი, უმუშევრობა, მძიმე სოციალური და ეკონომიკური ფონი და მოუგვარებელი ინფრასტრუქტურული საკითხები

მათივე ინფორმაციით, დავით ჭუმბურიძემ სოფლის მაცხოვრებლებს საარჩევნო პროგრამაც გააცნო.

დავით ბაქრაძის განცხადებით, ჭიათურას მერის სახით ის ადამიანი სჭირდება, რომელიც პრობლემებს მოაგვარებს.

„რაიონს სჭირდება ის გუნდი, ის ადამიანი მერის სახით, რომელიც პრობლემებს მოაგვარებს და რომელიც ჭიათურას და ჭიათურლებს მოახმარს იმ ძალიან დიდ სიმდიდრეს,რაც ამ რაიონს გააჩნია. სწორედ ამიტომ ვუჭერთ მხარს დათო ჭუმბურიძეს. ადგილობრივ ადამიანს, ახალგაზრდა გუნდს, გუნდს იმ ახალგაზრდების, რომლებიც არიან ადგილობრივები, ჭიათურლები, რომელთაც არ უნდათ საკუთარი ქალაქიდან წასვლა გაჭირვების გამო და მათი გეგმა არის პირიქით, ჭიათურა შეცვალონ ისე, რომ ადამიანები აღარ იყვნენ იძულებული რაიონი დატოვონ სიღარიბისა და გაჭირვების მიზეზით..“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

banner
წინა სტატიაშიუხვმა ნალექმა და სეტყვამ სიღნაღის მუნიციპალიტეტი დააზარალა
შემდეგი სტატიამახათას მთაზე აშენდება კულტურულ-საგანმანათლებლო მუზეუმი, აქვე გაიხსნება სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი