ჭიაკოკონობის ღამეს დამწვრობა ორმა მოზარდმა მიიღო

ჭიაკოკონობის ღამეს დამწვრრობის ცენტრში ორი მოზარდი მოათავსეს. დამწვრობის ცენტრის დირექტორის, გუგა ქაშიბაძის თქმით 11 და 14 წლის პაციენტები სახისა და მტევნების არეში პირველი-მეორე ხარისხის დამწვრობით შეიყვანეს, დამწვრობის ფართობი სხეულის 3 %-ს არ აღემატებოდა. პეციენტებიდან ერთი დამწვრობის ცენტრში გორიდან გადმოიყვანეს, ხოლო მეორე თბილისიდან. გუგა ქაშიბაძის განცხადებით, მათ შესაბამისი სამედიცინო პროცედურები ჩაუტარდათ და დამწვრობის ცენტრი რამდენიმე საათში დატოვეს.
დამწვრობის ცენტრის დირექტორის თქმით წინა წლებთან შედარებით შემთხვევების რაოდენობა შემცირებულია.

რეკლამის ბანერი
წინა სტატიაშირაჭა-ლეჩხუმში პრობაციონერები დასაქმდნენ
შემდეგი სტატიასაერთაშორისო სავალუტო ფონდმა ახალი, 285 მლნ დოლარის მოცულობის სამწლიანი პროგრამა დაამტკიცა