ჭაიას ვრცელი წერილი პუტინს-“განცხადებაზე,რომელმაც რუსი ისტორიკოსებიც კი გააოგნა”

,,რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს!”-ამ სახელმწოდებით ზაზა ჭაია, პუტინს ვრცელი წერილით პასუხობს. იმ განცხადების საპასუხოდ,რომელშიც ვლადიმერ პუტინი , საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაციაში ადანაშაულებს, ჭაია ვრცელ წერილს აქვეყნებ,რომელსაც “თაიმერი” უცვლელად გთავაზობთ:

,,რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს!
თავს უფლებას მივცემ, მოკლე პასუხი გაგცეთ თქვენს იმ განცხადებაზე, რომელმაც რუსი ისტორიკოსებიც კი გააოგნა..

,,იმისათვის, რომ გავიგოთ მე რითი ვხელმძღვანელობ, უნდა გადავხედოთ წარსულს. აი შეხედეთ, ოსეთი რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში 1774 წელს შევიდა. შევიდა მთლიანად – ჩრდილოეთ და სამხრეთ მხარე, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო” – წერთ თქვენ.

ჯერ ერთი მინდა აგიხსნათ, რომ ა ლ ა ნ თ ა (ოსთა) ეთნიკური დასახელება – ,,ოსი”, ქ ა რ თ უ ლ ი – ,,ოსიდან” (,,ოვსიდან”) მომდინარეობს და რ უ ს უ ლ შ ი ც ქართულიდან შევიდა, ხოლო მთელ ა ლ ა ნ ი ა ს, ქართული – ,,ოსიდან”, (,,ოვსიდან”) ნაწარმოები ეთნონიმი – ,,ოსეთი” დაერქვა (,,Осети” образован от грузинского названия алан и осетин — ,,оси”, ,,овси” (груз. ოსები) и грузинским топоформантом ,,-ети”).

ა ლ ა ნ თ ა ქართული ეთნონიმი (,,ოსეთი -Осетия”,) რუსულიდან ე ვ რ ო პ ა შ ი ც გავრცელდა და დღეს ამ ეთნოსს მთელი სამყარო ქ ა რ თ უ ლ ი ეთნონიმით იცნობს. ანუ როგორც თქვენ ბრძანებთ ,,წარსულს, რომ გადავხედოთ”, ი ნ დ ო ე ვ რ ო პ უ ლ (არა კავკასიურ) ენათა ოჯახის ი რ ა ნ უ ლ ე ნ ო ვ ა ნ, სკვითურ-სარმატულ-ალანური მ ო მ თ ა ბ ა რ ე ტომების წიაღიდან წარმომდგარ ამ ეთნოსს (,,Первоначально аланы представляли собой племенной союз внутри с а р м а т с к о г о народа”), რომელიც ი მ ი ე რ კ ა ვ კ ა ს ი ა შ ი (ხაზს ვუსვავ – იმიერკავკასიაში) ჩვ. წ-ით მე-4/5 სს-ში (ზუსტად დადგენილი არაა) ღმერთმა უწყის საიდან მოვიდა (ამაზეც დავობენ), ეთნიკური დასახელებაც ქართული აქვს. ოსები (Самые ранние упоминания об аланах относятся к I в. н. э.) ქედს იქით (ხაზს ვუსვავ ქედს იქით) კ ა ვ კ ა ს ი ა ს, რომ ითვისებდნენ (IV-V სს), ქედს აქეთ, ქ ა რ თ უ ლ ი უწყვეტი სახელმწიფოებრიობა (დიაოხი, კოლხა, იბერია, ლაზიკა, ქართლი და ა.შ.) უკვე 1 500 წელს მაინც ითვლიდა და გვაპატიეთ მაგრამ, ,,შუშანიკის წამებაც” უკვე დაწერილი იყო. ო ს ი ეთნოსის საწინააღმდეგო ბუნებრივია არაფერი გვაქვს, უბრალოდ რადგან ასე ,,დაგაინტერესათ” წარსულმა, ჩვენც ოდნავ ღრმა წარსული შეგახსენეთ. ჩრ. კ ა ვ კ ა ს ი ა შ ი გამოჩენისთანავე ოსებმა თვალი ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო ს ისტ. კუთხეებს: დ ვ ა ლ ე თ ს (თუალეთი) და შიდა ქ ა რ თ ლ ს (,,ზენა სოფელი”) დაადგეს, ეცადნენ კიდეც, თუმცა ქართველ მეფეთა და ფეოდალთა ,,გადამკიდე” აქ ვერ გაინავარდეს.

მეტიც, დ ა ვ ი თ IV-(1089-1125) აღმაშენებლიდან და დ ე მ ე ტ რ ე I-ან (1125-1156), გ ი ო რ გ ი V-(1318-1346) ბრწყინვალემდე და შემგომ მეფეებამდე, ი მ ი ე რ კ ა ვ კ ა ს ი ა შ ი მცხოვრებმა ოსმა ფეოდალებმა საქართველოს სახელმწიფოს (თქვენ, რომ გგონიათ, რომ არ გვქონდა) ყმადნაფიცობა (ვ ა ს ა ლ ო ბ ა) აღიარეს და დაიმშვენეს. გიორგი ბ რ წ ყ ი ნ ვ ა ლ ე მ ჯერ ქ ა რ თ ლ ზ ე ოსთა თავდასხმები აღკვეთა (,,დაამშვიდა ქართლი ოსთაგან”), მერე მაქეთ, ,,კალაპოტში” მოაქცია ყველა, 1327-1335 წწ-ში, აზიაში I-მა, მ ო ნ ღ ო ლ თ ა ბატონობაც გადააგდო, რომლის უღელქვეშ თქვენ მას შემდეგ კიდევ 150 წელი – 1480 წლამდე გმინავდით და ჩვენ არ გვქონდა სახელმწიფო და თქვენ გქონდათ? ვახტანგ გ ო რ გ ა ს ა ლ ს და გიორგი ბ რ წ ყ ი ნ ვ ა ლ ე ს აღარ ,,შევაწუხებ” და იმ მეფეთა (რ ო ს ტ ო მ I, თ ე ი მ უ რ ა ზ I, ვ ა ხ ტ ა ნ გ V, გ ი ო რ გ ი XI, ვ ა ხ ტ ა ნ გ VI, თ ე ი მ უ რ ა ზ II, ე რ ე კ ლ ე II) და ფეოდალთა (გიორგი ს ა ა კ ა ძ ე – ,,თბილისის, ქრცხინვალისა და დუალეთის მოურავი”) ღვაწლს შეგახსენებთ, რომელებიც ხშირად მაქეთ (ქედს იქით) ,,წუირთნიდნენ” ოსებს და აქეთ შემოსევა-ავაზაკობის სურვულს უკლავდნენ.

მარტო მტრობა კი არ გვქონდა, ოსი უ ზ დ ე ნ ე ბ ი (თურქ. özden) და ს ა ზ ო გ ა დ ო ე ბ ე ბ ი საქართველოს სამეფო კარსაც ერთგულებდნენ, აქ შვილებს ზრდიდნენ, განათლებას იღებდნენ, გვიმოყვრდებოდნენ, პატივს იღებდნენ და ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო ს თ ვ ი ს ხმალსაც იქნევდნენ. ქართველებს შეჰქონდათ ქ რ ი ს ტ ი ა ნ ო ბ ა ოსთა დიგორის, ქურთათის და თაგაურის საზოგადოებებში. ოსები სახლდებოდნენ საქართველოს ისტ. კუთხეებში: დ ვ ა ლ ე თ შ ი (XV-XVI სს-ან – XVIII ს-ის 70-80-იან წ-დე) და შიდა ქ ა რ თ ლ ი ს ცალკეულ ხეობებში (XVII ს-ის მიწურულიდან და XVIII ს-ის 30-იან წ-დე), თუმცა მოდიოდნენ რა მათთვის უ ც ხ ო მხარეში, აღიარებდნენ ქ ა რ თ ლ ი ს მეფის და ამა თუ იმ ფეოდალური გვარის (ქსნის ერისთავები, მაჩაბლები და ა.შ.) მფლობელობას, იხდიდნენ (როგორც ეთნიკური ქართველები) სამეფო, საბატონო და სამხედრო ვალდებულებას. ღრმად ვართ დარწმუნებული, ამას თქვენ ვერ მოიფიქრებდით (ამ კუთხით უბრალოდ განათლება არ გეყოფოდათ), მაგრამ ვიღაცამ გულში მწარედ დაგცინათ, როცა გათქმევინათ: ,,ოსეთი რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში 1774 წელს შევიდა. შევიდა მთლიანად – ჩრდილოეთ და სამხრეთ მხარე, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო”-ო, იმის გათვალისწინებითაც, რომ საქართველოს მთელს ფ ე ო დ ა ლ უ რ ისტორიაში, ,,სამხრეთ ოსეთის” ხსენებაც კი არ იყო. 1774 წლის 27 ოქტომბერს, მ ო ზ დ ო კ შ ი, რომელიღაც ასტრახანის გუბერნატორი, ვიღაც ჩრ. კ ა ვ კ ა ს ი ა შ ი მცხოვრებ ოსებთან რ უ ს ე თ ი ს იმპერიაში შესვლაზე ხელს, რომ აწერდა, ქ ა რ თ ლ-კ ა ხ ე თ ი (დვალეთიანად) დამოუკიდებელი ს ა მ ე ფ ო იყო, უმამაცესი გვირგვინოსნის – ე რ ე კ ლ ე II-ის (1762-1789) სიუზერენობის ქვეშ.

თუ 1774 წელს, შიდა ქართლი (,,სამხრეთ ოსეთი”), ,,რუსეთის იმპერიაში შევიდა”, არ გაინტერესებთ 1783 წლის 24 ივლისს, გ ე ო რ გ ი ე ვ ს კ ი ს ტრაქტატზე (რომელიც 1801 წელს დაარღვიეთ), ხელი ვისთან და რაზე მოაწერეთ? ან სად იყო იქ ,,სამხრეთ ოსეთი”? ბუნებრივია არსად და დოკუმენტში როგორ აღმოჩნდებოდა? იმან მაინც არ დაგაინტერესათ, რომ ,,ქართველ ლომს” – ე რ ე კ ლ ე II-ს, რომელზეც დასავლეთში და აღმოსავლეთში ლეგენდები დადიოდა და თქვენი იმპერატრიცა ე კ ა ტ ე რ ი ნ ე II წმ. ანდრია პირველწოდებულის ორდენს უძღვნიდა, რა კავშირი ჰქონდა ჩრ. კავკასიაში, თ ე რ გ ი ს (ქვედა წელის), ა რ დ ო ნ ი ს და ფ ი ა გ დ ო ნ ი ს ხეობებში მცხოვრები ოსების რუსეთის იმპერიაში შესვლასთან? ქ ა რ თ ლ-კ ა ხ ე თ ი ს სამეფოს რა კავშირი ჰქონდა იმასთან, ი მ ი ე რ კ ა ვ კ ა ს ი ე ლ ი ოსი ხელს ვისთან მოაწერდა და ვისთანა არა? ბუნებრივია არავითარი! ,,სამხრეთ მხარე, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო”-ო, რომ აცხადებთ, რას ეყრდნობით? მოაჯირს? რა უნდოდა ქ ა რ თ ლ ი ს გულში ო ს ე თ ს? ჩვ. წ-ის I ს-ან არც ერთი, ხაზს ვუსვავ არც ერთი, ქართული თუ არაქართული ისტორიული, წერილობითი, ეპიგრაფიული თუ ნარატიული წყარო, არ იცნობს ტერმინ ,,სამხერთ ოსეთს”, არ იცნობდა მას არც 1783 წელის 24 ივლისის გ ე ო რ გ ი ე ვ ს კ ი ს ტრაქტატი და არც ამ ტრაქტატის უხეშად დამრღვევი 1801 წლის 12 სექტემბრის მანიფესტი. თუმცა თქვენსას არ იშლით და რაღაც აუხსნელი სიჯიუტით აცხადებთ: ,,ოსეთის სამხრეთ ნაწილი შევიდა ტიფლისის გუბერნიაში.

არანაირი საქართველო არ იყო.”-ო. ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო როგორ ,,არ იყო” ჯერ აქ წაიკითხეთ და მერე მაქ, თქვენს ისტორიკოსებსაც კითხეთ. აი ,,ოსეთის სამხრეთ ნაწილის” ტ ი ფ ლ ი ს ი ს გუბერნიაში შესვლაზე კი, რომელზეც წარმოდგენა 1801 წლის 12 სექტემბრის ქართლ-კახეთის ა ნ ე ქ ს ი ი ს ,,უმაღლესი მანიფესტსაც” კი არ ჰქონდა, უბრალოდ ღიმილს იწვევს. ეტყობა ადრე, ეს ,,ლეგენდარული სამხრეთ ოსეთი”, ე კ ა ტ ე რ ი ნ ე II-ს, პ ა ვ ლ ე I-ს და ა ლ ე ქ ს ა ნ დ რ ე I-ს ,,დაუმალეს” და ახლა თქვენ ,,გაგენდვნენ”. ხო, კინაღამ დამავიწყდა, ,,სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოდ რუსეთის იმპერიაში შესვლამდე” 4 წლით ადრე, 1770 წლის აღწერით, ც ხ ი ნ ვ ა ლ შ ი 700 კომლი ცხოვრობდა. „ქართველნი, სომეხნი, ურიანი” და არც ერთი ოსი. მინდა იმითაც ,,გასიამოვნოთ”, რომ აღნიშნული დემოგრაფიული მდგომარეობა ც ხ ი ნ ვ ა ლ შ ი, არც რუსეთის მიერ ქ ა რ თ ლ-კ ა ხ ე თ ი ს სამეფოს ა ნ ე ქ ს ი ი ს შემდეგ შეცვლილა. ,,სამხრეთ ოსეთს” არც XVIII-XIX ს-ში საქართველოში მყოფი გ ე რ მ ა ნ ე ლ ი მოგზაურები: გიულდენშტედტი, რაინეგსი, კლაპროტი, აიხვალდი, ვაგნერი და ჰაქსტჰაუზენი იცნობენ, თუმცა იციან, რომ შიდა ქართლის ცალკეულ ხეობებში ოსები ცხოვრობენ. მეტიც, ქართლ-კახეთის ო კ უ პ ა ც ი ი ს და ა ნ ე ქ ს ი ი ს შემდეგ, ტერმინ ,,სამხრეთ ოსეთს” ვერ ვხვდებით ვერც რ უ ს ე თ ი ს იმპერიის ოფიც. დოკუმენტებში ვიდრე 1843 წლებამდე , ტ ი ფ ლ ი ს ი ს გუბერნიაში, დ ვ ა ლ ე თ ი ს და ლ ი ა ხ ვ ი ს ზედა წელზე მცხ. ოსებისათვის „ოსეთის ოკრუგი“ შექმნამდე, რომელიც 1858 წელს გაუქმდა, ხოლო საქართველოს ისტ. კუთხე – დ ვ ა ლ ე თ ი, საქართველოდან მოწყვეტის მიზნით თ ე რ გ ი ს ოლქს გადაეცა, რაც გახლდათ I მცდელობა დვალეთის საქართველოდან მოწყვეტისა.

დ ვ ა ლ ე თ ი ს გარდა, გაუქმებული ,,ოსეთის ოკრუგის” ტერიტორია დაუბრუნდა შიდა ქართლს (გ ო რ ი ს მაზრას) და იქ ოსებით დასახლებულ ხეობას ,,ოსეთის მონაკვეთი” (,,Осетинский участок”) ეწოდა. მართალია 1860 წლიდან ტერმინმა ,,სამხრეთ ოსეთმა” აქა-იქ ,,გაჟონა”, თუმცა გარწმუნებთ, მას დატვირთვა არ ჰქონია, რაც 1900 წლის ტ ი ფ ლ ი ს ი ს გუბერნიის ტერ. მოწყობითაც (გ ო რ ი ს მაზრა, დ უ შ ე თ ი ს მაზრა და არა ,,სამხრეთ ოსეთი”) აშკარავდება. აღსანიშნავია, რომ ,,სამხერთ ოსეთის დედაქალაქად” შერაცხვამდე 36 წლით ადრე, 1886 წლის აღწერითაც, წმინდა ქ ა რ თ უ ლ ქალაქ ც ხ ი ნ ვ ა ლ შ ი, არც ერთი ოსი ეროვნების პირი არ ცხოვრობდა. საქართველოში მცხოვრები ოსების აღსანიშნავად გამოიყენებოდა ტერმინები: ,,ქართველი ოსები” (,,Грузинские осетины”),,ქართლის ოსები” (,,Осетины Картли”), ,,იმერეთის ოსები” (,,Имеретинские осетины”), ,,რაჭის ოსები” (,,Рачинские осетины”) და ბუნებრივია არავითარი ,,სამხრეთ ოსეთი”,. ასე ცამტვერდება თქვენს მიერ ისტორიის უგულვებელყოფა და დამახინჯება.

1917 წელს არჩეულმა საქართველოს ეროვნულმა საბჭომ ხმარებიდან ოფიც. მაინც ამოიღო არაბუნებრივი ,,სამხრეთ ოსეთი” და შიდა ქ ა რ თ ლ ი ს ხეობებს ისტ. სახელი აღუდგინა. 1918 წლის 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობა გამოცხადდა, ხოლო 1920 წლის 7 მაისს, რსფსრ-სა და საქართველოს შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლითაც რ უ ს ე თ მ ა დე იურე ცნო ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო ს დამოუკიდებლობა, ცხადია დ ვ ა ლ ე თ ი ა ნ ა დ და ყოველგვარი ,,ოსეთის” ან ,,სამხრეთ ოსეთის” გარეშე. იქნებ დაინტერესდეთ, 1920 წელსაც გამორჩათ ,,სამხრეთ ოსეთი” თუ ისტორიის გაყალბება დღეს მოგინდათ?

გამართლდა ცნობილი გამონათქვამი: ,,რუსეთთან დადებულ ყველა ხელშეკრულებას იგივე ფასი აქვს, რაც იმ ქაღალდს, რომელზეც ეს ხელშეკრულება იწერება”-ო და 1920 წლის ხელშეკურულებაც უხეშად დაარღვიეთ, 1921 წელს საქართველოს ო კ უ პ ა ც ი ა მოახდინეთ, წაგვართვით და უშუალოდ რუსეთს მიუერთეთ აფხაზეთის, სვანეთის, ხევისა და ხევსურეთის თემები და მთლიანად დ ვ ა ლ ე თ ი, ხოლო 1922 წლის 22 აპრილის დეკრეტით, თქვენს მიერ ა ნ ე ქ ს ი რ ე ბ უ ლ საქართველოს შუაგულში, ხელოვნურად შექმენით ,,სამხრეთ ოსეთის ოლქი”, რითაც ,,მოკავშირე” რესპუბლიკაში ნელი მოქმედების ნაღმი ჩადეთ და როცა მოგინდათ ააფეთქეთ კიდევაც. ასე გაჩნდა ქ ა რ თ ლ ი ს გულში, ,,სამხრეთ ოსეთი”, რომლის ,,დედაქალაქის” – ც ხ ი ნ ვ ა ლ ი ს (,,ქცხინვალის”), დაბების – ჯავის, ყორნისის, ახალგორის და სხვა ტოპონიმთა (სოფლების, მთების, მდინარეების) ახსნა თქვენ კი არა, ოსებმაც არ იციან. არ იციან იმიტომ, რომ არ დაურქმევიათ, ასე დახვდათ, გადარქმევა კი ,,ეუხერხულათ”. არ გაინტერესებთ გარდა ტოპონიმიკისა, ,,სამხრეთ ოსეთში” რატომ ვერ ვხვდებით ოსური ხუროთმოძღვრების ძეგლებს? რატომ არის მოფენილი ,,სამხრეთ ოსეთი” ქ ა რ თ უ ლ წარწერიანი, ქ ა რ თ უ ლ ი ტაძრებით, მონასტრებით, ციხე-დარბაზებითა და ციხე-სიმაგრეებით? რა ოსებმა აგება არ იციან? იციან მაგრამ, თქვენი წაქეზებით, გუგულებივით უკვე აგებულის დაპატრონება უფრო უადვილდებათ. თუმცა მინდა ,,დაგამშვიდოთ”, საბედნიეროდ საქართველოს რუსეთთან საზღვრის დ ე ლ ი მ ი ტ ა ც ი ა და დ ე მ ა რ კ ა ც ი ა ჯერაც არ მოუხდენია, 1920 წლის ხელშეკრულებას ძალა ჯერაც არ დაუკარგავს და თქვენს შემდეგ, სწორედ მასზე დაყრდნობით დადგინდება საქართელო-რუსეთის საზღვარი და გინდათ თუ არა თქვენ ეს, შიდა ქ ა რ თ ლ ზ ე აღარც ვლაპარაკობ, დ ვ ა ლ ე თ ი ც ისტ. სამშობლოს დაუბრუნდება. ესეც არ იკმარეთ და აცხადებთ:

,,კიდევ უფრო სასტიკად იქცეოდნენ ქართველი სამხედროები ოსეთში 1919 და 1920 წლებში. მთლიანობაში რომ ვთქვათ, ეს იყო ის, რასაც ჰქვია გენოციდი”-ო. 1919 და 1920 წწ-ში, რუსეთის კპ-ის ორგანიზებით, ოსებმა 3-ჯერ სცადეს საქართელოს სახელმწიფოს წინააღმდეგ ამბოხების მოწყობა, 1920 წლის 8 მაისში კი, რ ო ქ შ ი, საბჭოეთი გამოაცხადეს, 6 ივნისს ო ს თ ი დ ა ნ გადმოყვანილი ბანდების მეშვეობით ჯ ა ვ ი ს ხეობა დაიკავეს და 7 ივნისს ც ხ ი ნ ვ ა ლ ი ც აიღეს, რასაც თან ახლდა ეთნიკურად ქ ა რ თ ვ ე ლ თ ა ხოცვ-ჟლეტვა და აწიოკება.

საქართველომ 1920 წელსვე მოახერხა ამბოხებულთა დამარცხება და უცხოელთა ბანდების ქედს იქით გადარეკვა, რასაც თქვენს მიერ მოგონილ ,,გენოციდთან” ცხადია საერთო არაფერი აქვს. ამ ,,გენოციდის” შემდეგაც ეთნიკური ოსები აქ საკმაოდ მშვიდად ცხოვრობდნენ. ბედის დაცინვაა, რომ 1858-1859, 1863-1864, 1864-1867 წწ-ში ჩ ე რ ქ ე ზ თ ა, 1867, 1877-1878 წწ-ში ა ფ ხ ა ზ თ ა, 1944 წელს ჩ ე ჩ ნ ე თ ა, ი ნ გ უ შ თ ა, ბ ა ლ ყ ა რ ე ლ თ ა და ყ ა რ ა ჩ ა ე ლ თ ა (კავკასიის იქით აღარ მივდივართ), 1993 წელს აფხაზეთში ქ ა რ თ ვ ე ლ თ ა, 1994-1996, 1999-2000 წწ-ში ჩ ე ჩ ე ნ თ ა და 2008 წელს შიდა ქართლში ქ ა რ თ ვ ე ლ თ ა გენოციდის და ეთნოწმენდის (ზოგჯერ პირადად) მომწყობი სახელმწიფოს ლიდერი, როცა მის მიერვე მოგონილ ,,გენოციდზე” ღელავს. ,,ეს მძიმე მემკვიდრეობა, არამც თუ გაითვალისწინეს, არამედ იგნორი გაუკეთა თანამედროვე საქართველოს ერთ-ერთმა პირველმა პრეზიდენტმა, როდესაც გააუქმა ყველა ავტონომია: აჭარა, აფხაზეთი და ა.შ. ამ ყველაფერმა აფეთქება და ძმათა ომი გამოიწვია”-ო – აცხადებთ და აქაც ურცხვად იტყუებით. ჯერ ,,მემკვიდრების სიმძიმე” ისეთი უნდა რუსეთს და პირადად თქვენ, რომ გაქვთ, მეორეც საქართველოს არც ერთ პრეზიდენტს, არც აფხაზეთის და არც აჭარის ავტონომიები არ გაუუქმებია და მხოლოდ ,,სამხრეთ ოსეთის ოლქი” გააუქმა.

თუ ასე გტკივათ გული, რუსეთი დიდია და რუსეთში გაუხსენით ავტონომიები და ოლქები ვისაც გნებავთ, თქვენი გემოვნების მიხედვით, ქართლს კი თავი გაანებეთ. მართლმადიდებელი ქრისტიანი ერი მოგენდოთ, ნდობის ფარგლებში, ისე, რომ თავის სახელმწიფოებრიობაზე უარი არ უთქვავს, თქვენ კი რა გააკეთეთ? ზურგში ასჯერ ხანჯალი დაგვარტყით, მოახერხეთ და 3-ჯერ წაგვართვით სახელმწიფოებრიობა, წაგვართვით ისტ, კუთხეები, ზოგი თქვენ მიიტაცეთ, ზოგი სხვას მიართვით, დღესაც გვართმევთ, გაგვიუქმეთ საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ა ვ ტ ო კ ე ფ ა ლ ი ა, (რაც ჩვენს არც ერთ მტერს არ უკადრია), დააქციეთ საქართველოს ე კ ლ ე ს ი ა, პატრიარქები და მიტროპოლიტები დახოცეთ ან აწამეთ, წმინდანები მიწიდან ამოიღთ, ხატები და ჯვრები დაიტაცეთ, 100-ით ტაძარი და მონასტერი გააუქმეთ ან დააქციეთ, აგვიკრძალეთ ქართულ ენაზე სწავლა, ლოცვა, წირვა და გალობა, ანბიონიდან დაწყევლეთ ქართველი ერი, 100 000-ით ეთნიკურად ქართველი გაწყვიტეთ ან აყარეთ, დღესაც გვწყვიტავთ, მაგრამ ღირსება და თავისუფლების სიყვარული მაინც ვერ წაგვართვით.

თქვენ ჩვენსას რას გაიგებთ, როცა საკუთარი უდიდესი წმინდანის – სერაფიმე ს ა რ ო ვ ე ლ ი ს არ იცით და არც გინდათ გაიგოთ, რომელიც ბრძანებდა: „არასოდეს არ იომოთ საქართველოსთან, ამით თქვენ შეებრძოლებით დედას ღვთისას და ეს დაღუპავს რუსეთს“-ო, ჩვენ რუსებთან მტრობა არ გვინდა, რუსებს ჯვარი წერიათ, რუს ერს რას ვერჩით, მაგრამ თქვენ სახელმწიფო პოლიტიკას და პირადად თქვენ, ის კი გარანტირებული გაქვთ, რაზეც ქართველების საყვარელი რუსი წმინდანი გაფრთხილებდათ!

ქართლ-კახეთი 1801 წელს, სად ხედავთ აქ ,,სამხრეთ ოსეთს”?”-წერს ზაზა ჭაია

banner
წინა სტატიაშისუს-მა რადიოაქტიური მასალებისადმი უკანონო მოპყრობისა და საბაჟო წესების დარღვევის ფაქტზე სომხეთის მოქალაქე დააკავა
შემდეგი სტატიამიტროპოლიტი გერასიმე გამოდის ინიციატივით, ვლაქერნობის დღესასწაული ზუგდიდში დასვენების დღედ გამოცხადდეს