ჭიაბერაშვილი: შრომის უსაფრთხოების წესების დარღვევის გამო ჯერ არცერთი კომპანია არ დასჯილა

“ევროპული საქართველოს” წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი შრომის უსაფრთხოების წესების დარღვევაზე აცხადებს, რომ “ოცნებას” არ სურს, თუნდაც დღეს არსებული ნორმებით ვინმეს დასჯა, რაც სავალალო შედეგებამდე მიდის.

“დღეს სწორედ პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ “ქართულ ოცნებას” არ უნდა თუნდაც დღეს არსებული ნორმებით ვინმეს დასჯა. თუ კი დაისჯებოდა შესაბამისი კომპანიები ყოველ ასეთ ძალიან სავალალო შემთხვევებზე, მაშინ ეს იქნებოდა ყველაზე საუკეთესო პრევენცია იმისათვის, რომ აღარ მოხდეს ასეთი ფაქტები ან მნიშვნელოვნად შემცირდეს”, – განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიმერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსმა გივი კუბლაშვილმა თანამდებობა დატოვა
შემდეგი სტატია“სუს-ს აქვს ძალიან ბევრი უფლებამოსილება… რეფორმა არ გაგრძელდა” – გიგაური