ჩერვონენკო: სააკაშვილი ჩემთვის მკვდარია

ჩერვონენკო: სააკაშვილი ჩემთვის მკვდარია

ცუკრაინის ყოფილი ტრანსპორტის მინისტრი ევგენი ჩერვონენკო მიხეილ სააკაშვილთან “შუსტერ-ლაივში” მომხდარ კონფლიქტზე კომენტარს აკეთებს.
ის თვლის, რომ მათი სახალხო კონფლიქტი გამოიწვია იმან, რომ საქართველოს ექს-პრეზიდენტი “მზად არ არის კრიტიკისა და შეკითხვებისათვის”.

ჩერვონენკოსა და სააკაშვილს შორის დაპირისპირება გასულ პარასკევს, 15 აპრილს გადაცემა “შუსტერ ლაივში” მოხდა. ჩერვონენკომ სააკაშვილს თავისი გუნდის შესახებ კრიტიკით მიმართა, რაზეც ოდესის გუბერნატორს ძალიან მკვეთრი რეაქცია ჰქონდა, მან ოპონენტს “კორუმპირებლი” და “ბაზრის კაცი” უწოდა, კონფლიქტის გამო სააკაშვილმა სტუდია დატოვა.
“არ ღირს ნავის დაძვრა, თუკი ამისთვის მზად არ ხარ. მე არ მინდა ოდესის გუბერნატორი გავხდე, უბრალოდ, მისი არამზადობის გამო შოკში ჩავვარდი და იმის გამო, რომ მან შეკითხვებს თავი აარიდა. ის არამზადულად მოიქცა. ეს ისე ჩანდა, თითქოს, მან თქვა: “შენი ქალიშვილი ბოზია” და გაიქცა. მომეჩვენა, რომ მდგომარეობიდან იყო გამოსული, პირიდან ქაფი გადმოსდიოდა” – აღნიშნა ჩერვონენკომ, რომელიც ამბობს, რომ სააკაშვილისთვის უნდოდა “ძალიან ტოლერანტული” შეკითხვა დაესვა. “მე, როგორც ბევრ სხვას, გვაღელვებს ის, რომ ქართული გუნდის უკან არაფერი დგას, მათ ძალიან სუსტი რეფორმები აქვთ. მიმდოდა მეთქვა: “მიშა, შენ ოდესაში დიალოგი სცადე იმისათვის, რომ რამე გააკეთო? ოდესა ეს ის ქალაქია, სადაც დიალოგს მართავენ და შეთანხმებამდეც მიდიან. შენ კი ჯგუფში არც მონარქები გყავს და არც პროფესიონალები” – აი, ის ორი თეზისი, რისი თქმაც მინდოდა მისთვის” . მან ყველანაირი საზღვარი გაარღია და ის ადამიანი ჩემთვის მკვდარია” – ამბობს ტრანსპორტის ყოფილი მინისტრი ოდესის გუბერნატორზე მიხეილ სააკაშვილზე.

banner
წინა სტატიაშიქართულმა მხარემ ჟენევაში აფხაზებს საარქივო დოკუმენტების ციფრული ვერსია გადასცა
შემდეგი სტატიაერთსქესიანთა ქორწინების შესახებ რეფერენდუმის გამართვის მოთხოვნით, 20 000-მდე ხელმოწერა შეგროვდა