ჩერნოვეცკიმ საქართველოს მთავრობას მოუწოდა იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად აღიაროს

ჩეხეთის ხელისუფლებამ დადებითად შეაფასა ისრაელში, თელ-ავივში მდებარე ქვეყნის საელჩოს იერუსალიმში გადატანა – იტყობინება ისრაელის ტელეარხი „ი24ნიუსი“.
„იმედია, ჩეხეთის საელჩოს თელ-ავივიდან იერულამიში გადატანა სამ ეტაპად მოხდება. პირველ ნაბიჯად იქცევა იერუსალიმში საპატიო საკონსულოს გახსნა მომდევნო თვეში.“ – განაცხადა ჩეხეთის პრეზიდენტმა მილოშ ზემანმა.
მისი თქმით, შემდეგ იერუსალიმში გადაინაცვლებს ჩეხური დაწესებებულებების ნაწილი, რომლებიც ტურიზმის, ინვესტიციებისა და ვაჭრობის სფეროში მუშაობენ.
საელჩოს გადატანის გადაწყვეტილება მიიღეს ზემანის, ჩეხეთის მთავრობის ხელმძღვანელის ანდრეი ბაბიშის, პარლამენტის ქვედა პალატის თავმჯდომარის რადეკ ვონდრაჩეკის, საგარეო საქმეთა მინისტრის იან გამაჩეკის და თავდაცვის მინისტრის ლუმობირ მეტნარის თათბირზე.
„საქართველოს პრემიერ-მინისტრს ვურჩევდი იგივე გააკეთოს, მაგრამ იმ პირობით, რომ ისრაელის საზღვარზე ქართველების ტანჯვას შეწყვეტენ და მისცემენ მუშაობის უფლებას, რადგან საქართველოში სამუშაო ადგილები არ არის, თურქეთში კი ხელფასი გაცილებით მცირეა, პირობები- უარესი.
შეიძლება იკითხოთ, რატომ უნდა ჰქონდეთ ქართველებს მაინც და მაინც ისრაელში მუშაობის სურვილი. ყველაფერი მარტივადაა. აქ ენის ცოდნა საჭირო თითქმის არაა, ძალიან ბევრი რუსულ და ქართულენოვანი ებრაელია. ისრაელი ჩვენთვის ძალიან ახლობელი ქვეყანაა.“ – აცხადებს ჩერნოვეცკი.

banner
წინა სტატიაშიპაატა ბურჭულაძე კობა დავითაშვილის უჩივის და 25 000 ლარს ითხოვს
შემდეგი სტატიაგიორგი გახარია – „მარიხუანის კლინიკური ზემოქმედების ქვეშ მყოფი ადამიანი თუ ზის სატრანსპორტო საშუალების საჭესთან მას ემუქრება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა“