ჩერნოვეცკი: “მოგების გადასახადის გაუქმება ბიზნესისა და მეწარმეობის სტიმულირებას ვერ მოახდენს”

ლეონიდ ჩერნოვეცკიმ არ გამორიცხა, რომ მან კენჭი ქობულეთის მაჟორიტარად იყაროს. როგორც ლეონიდ ჩერნოვეცკიმ ინგა გრიგოლიასთან ინტერვიუში განაცხადა ის ქობულეთის სიტუაციას კარგად იცნობს და ქობულეთელებიც მის მიმართ დადებითად არიან განწყობილნი. პარტია „ბედნიერი საქართველოს“ ლიდერმა არ დააკონკრეტა თუ ვისთან შეიძლება ქონდეს პოლიტიკური კავშირი და განაცხადა, რომ ის პოლიტიკურ , ისევე როგორც ბიზნეს პარტნიორებს დიდი სიფრთხილით არჩევს: „მხოლოდ ერთხელ შევხვდი მურმან დუმბაძეს, მან ჩემზე კარგი შთაბეჭდილება მოახდინა, მესაუბრა აჭარის პრობლემებზე, მეტი ფაქტიურად არავის შევხვედრივარ. მე ჯერ სიფრთხილით ვეკიდები ნებისმიერ კავშირებს. ამის გამოცდილება მაქვს და იმიტომ. ბევრი წელია პოლიტიკაში ვარ , განხიბვლა დამემართა იმ გუნდის მიმართ, ვისთან ერთადაც კიევის მერად მივედი. პოლიტიკაში პარტნიორებად ისეთ ხალხს ვირჩევ როგორსაც ბიზნესში“- განაცხადა ჩერნოვეცკიმ. ჩერნოვეცკიმ მისთვის ოლიგარქის წოდების გამო ინგა გრიგოლიას ტონი დაუწუნა და აღნიშნა, რომ ის არაა ოლიგარქი, რადგან ხელისუფლებასთან ერთად ბიზნესი არასოდეს უკეთევბია:

პარტია „ბედნიერი საქართველოსთვის“ ლიდერის ლეონიდ ჩერნოვეცკის აზრით, მოგების გადასახადის გაუქმების შესახებ კანონპროექტი ბიზნესისა და მეწარმეობის სტიმულირებას ვერ მოახდენს.

ლეონიდ ჩერნოვეცკის აზრით, ეს ცვლილებები უზარმაზარ მოგებას მოუტანს მხოლოდ ბანკებს, სადაზღვევო და სხვა ფინანსურ ინსტიტუტებს, რომლებიც ისედაც არ იხდიან დამატებითი ღირებულების გადასახადს და აქვთ შექმნილი სასათბურე პირობები.

მისი თქმით, „პარლამენტი პროფესიონალებით რომ ყოფილიყო დაკომპლექტებული, რომლებსაც რეალურად, სურთ საგადასახადო ტვირთის მოხსნა იმ კომპანიებისთვის, რომლებიც პროდუქციას ქმნიან ან სხვადასხვა მომსახურეობას სთავაზობენ მოქალაქეებს, დამატებითი ღირებულების გადასახადს შეამცირებდნენ”.

“თუმცა არ ვარ დარმწუნებული, რომ საქართველოს ამჟამინდელი ბიუჯეტი ამ ნოვაციას გაუძლებდა!
საქართველოს პრემიერ–მინისტრს ღია წერილში მე შევთავაზე მაღალმთიან რეგიონებში თავისუფალი ეკონომიკური ზონების შესახებ კანონპროექტის ინიცირება მოეხდინა. ეს იმ რაიონებს ეხება, სადაც საერთოდ არ არის საწარმოები და მოქალაქეები წარმოუდგენელ ეკონომიკურ და სოციალურ პირობებში ცხოვრობენ. ასეთი კანონი ქართულ ეკონომიკას რეალურად ბიძგს მისცემს და თუ კი ის სწორი გათვლებით ამოქმედდება, ქვეყნის ბიუჯეტის შემოსავლებზე უარყოფით ზეგავლენას ნამდვილად არ მოახდენს,“– განაცხადა ლეონიდ ჩერნოვეცკი.

banner
წინა სტატიაშითსუ-ში რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნები მიმდინარეობს
შემდეგი სტატიაერთი აშშ დოლარი 2.2423 ლარი ეღირება