“ჩერნობილის” სცენარისტი: უკრაინელების, ბელორუსებისა და რუსების პოზიტიური რეაქცა იმაზე მეტია, ვიდრე ნებისმიერი რეცენზია

“სამუდამო ხსოვნა” – ამ სერიით დასრულდა “ჩერნობილი”, რომელიც IMDb-ის ისტორიაში, ყველაზე რეიტინგული სერიალია. მაყურებელმა საბჭოთა ყოფის დეტალებზე დიდი ყურადღება გაამახვილა, რომლის ზუსტად გადმოცემა სერიალის სცენარისტმა და რეჟისორმა ზედმიწევნით შეძლეს იმის მიუხედავად, რომ ისინი უცხოელები არიან. რეალობასთან მიახლოვებული სცენების საჩვენებლად სერიალის შემქმნელები უკრაინელებთან გადიოდნენ კონსულტაციას – უკრაინული “ამერიკის ხმა” სერიალის სცენარისტს კრეგ მეიზინს ესაუბრა.

“ბევრი მიზეზი იყო საიმისოდ, თუ რატომ მინდოდა ამ ისტორიის ჩვენება, მაგრამ უკრაინული აუდიტორიისთვის მაინც მნიშვნელოვანი ის იყო, თუ როგორ ვაჩვენე ყველაფერი. მე ყოველთვის ვიცოდი, რომ ეს ტრაგედია იყო, რომელმაც უშუალოდ იმოქმედა უკრაინელებსა და ბელორუსებზე, ირიბად კი – საბჭოთა კავშირის ასობით ათას ადამიანს შეეხო” – სცენარისტი ამბობს. “ჩვენ ეს სერიალი გადავიღეთ ყველა იმ პირის პატივსაცემად და მოსაგონრად, რომლებმაც თავი გასწირეს. ზუსტად ამიტომ, უკანასკნელ ეპიზოდს “მარადი ხსოვნა” ქვია – ამბობს კრეგ მეიზინი. იმისათვის, რომ ყველა დეტალი ჩერნობილის ტრაგედიის პედიოდის რეალობას დამთხვეოდა, სცენარისტმა დახმარება სთხოვა უკრაინელებს, რომლებიც დიდი აქტიურობით ჩაერთვნენ განხილვაში. “ჩვენ კმაყოფილი ვართ იმით, რაც გამოგვივიდა. ის, რომ უკრაინელებმა, ბელორუსებმა და რუსებმა კარგად მიიღეს ჩვენი სერიალი, ნებისმიერ რეცენზიაზე მეტს ნიშნავს ჩემთვის” – თქვა მეიზინმა.

banner
წინა სტატიაშიიაპონიაში 550 მილიონი დოლარის მეტამფეტამინი ამოიღეს
შემდეგი სტატიაკერზაიას საქმე – საქალაქო სასამართლომ ბაჩანა შენგელიას სარჩელის განხილვაზე უარი თქვა