ჩერნიგოვში, ომის დანაშაულის ბრალდებით, 15 რუს სამხედროს 12-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

რუსეთის არმიის 15 სამხედრო მოსამსახურეს, მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ სასტიკი მოპყრობისა და ომის დანაშაულისთვის 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ამის შესახებ ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

ჩერნიგოვის საოლქო პროკურატურის საჯარო ბრალდების თანახმად, 15 რუსი სამხედრო, ჩერნიგოვის რაიონის სოფელ იაგიდნიში, ომის კანონებისა და წეს-ჩვეულებების დარღვევისთვის, დამნაშავედ ცნეს.

უწყების ცნობით, ბრალდებულებმა, 2022 წლის მარტის დასაწყისსში, იაგიდნიას სკოლის სარდაფში მოკლეს და იძულებით დააკავეს 368 ადამიანი, მათ შორის 69 არასრულწლოვანი. მათგან 10 მშვიდობიანი მოქალაქე დაკავების, არაადამიანური პირობებისა და აუცილებელი სამედიცინო დახმარების გამო დაიღუპა.

banner
წინა სტატიაშიგვარამია: არავისგან დისტანცირებას არ ვაპირებთ
შემდეგი სტატიაგვარამია: კეზერაშვილი არ ყოფილა ჩვენი განხილვის თემა და არც მომავალში იქნება