6.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, მარტი 11, 2026
banner

ჩერგოლეიშვილი: რეჟიმი ჩვენებას იძლევა, რომ მის ლეგიტიმაციას ძირი აქვს გამოთხრილი

ფედერალისტების ლიდერმა თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს:

_ მეგობრებო, რეჟიმი რომელიც არაღიარებაზე ადამიანებს იჭერს, თავად აღიარებს რომ არაღიარებულია.

რეალურად, ამ კანონით რეჟიმი აღიარებით ჩვენებას იძლევა, რომ მის ლეგიტიმაციას ძირი გამოთხრილი აქვს.

Being powerful is like being a lady. If you have to tell people you are, you aren’t. – მარგარეტ ტეტჩერი

(ტეტჩერს თვითგამოცხადებული აღმაშენებლებიც თუ მოუსმენენ, გაიაზრებენ, რა ფარჩაკებად გამოიყურებიან).

როცა ხალხის იძულება გჭირდება, რომ გაღიარონ, ნიშნავს, რომ თავადაც ხვდები, რომ აღარ არსებობ.

ანუ ბოლომდე ვაწვებით – ეს სიგნალი სისუსტისაა და თუ ჭკუით ვიარეთ, 26 წელს ამათ დავასრულებთ და რუსეთი მთელ სამხრეთ კავკასიაში დამარცხდება – ეს საქართველოს და მისი წიაღი დასავლური ცივილიზაციის დიდებულ გამარჯვებად გაფორმდება.

banner
წინა სტატიაშისამეწარმეო ვენახის გაშენებაზე თანხმობა იქნება საჭირო
შემდეგი სტატიასლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: გავხსენით საკითხი, საქართველო იყოს ეუთო-ს თავმჯდომარე ქვეყანა