30.8 C
Tbilisi
ხუთშაბათი, ივლისი 16, 2026
banner

ჩერგოლეიშვილი: ივანიშვილი აშშ-ს არალეგალების მიღებას სთავაზობდა, უბრალოდ უარი მიიღო

“ბიძინა ივანიშვილს ისე უნდა თავისი პირობებით დალაგება, აშშ-ს სთავაზობდა პატიმარი არალეგალების მიღებას – უბრალოდ უარი მიიღო (ჩვენი კონფიდენციალური წყაროები არ ტყუიან).

ანუ ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის ნაცვლად, შეიძლება ჩვენ ვყოფილიყავით.
საქმე იმაშია, რომ შეერთებულ შტატებს სტაბილური პარტნიორობა აინტერესებს.

სტაბილურობის უზრუნველყოფა რუსეთის და ირანის პროქსი რეჟიმს, ქართული საზოგადოების წინააღმდეგობის პირობებში, არ შეუძლია,” – წერს ფედერალისტების ერთ-ერთი ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში და აშშ-ს მიერ სხვადასხვა ქვეყნის, მათ შორის, საქართველოს მოქალაქეების აფრიკაში გაძევებას ეხმაურება.

banner
წინა სტატიაშიევროკომისიის პრეზიდენტი: ჩვენ უნდა მივაღწიოთ ირანის ქცევის რეალურ ცვლილებას
შემდეგი სტატია141 სკოლაში სასულიერო პირები კლუბებს ხსნიან — განათლების სამინისტრო