29.2 C
Tbilisi
შაბათი, ივნისი 13, 2026
banner

ჩერგოლეიშვილი: ალიანსში დაპირისპირება არაა, სააკაშვილის კონვულსიები მხოლოდ სააკაშვილის და მისი პარტიის პრობლემაა

„ოპოზიციის ალიანსის“ წევრი, პარტია „ფედერალისტების“ ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ ალიანსში დაპირისპირება არ არის. ამ განცხადებით ჩერგოლეიშვილი ეხმაურება საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიერ ცოტა ხნის წინ გავრცელებულ ფეისბუქპოსტს.

„მე მგონი, მართლაც დადგა დრო, რომ სატელევიზიო სტუდიებიდან გამოვიდე. აუტანელი გახდა უკვე ეს შეუზღუდავი ეთერი. მადლობა, ბელადო, რომ გამომაფხიზლე! ახლა ირონიის გარეშე: კიდევ ერთხელ ვიტყვი – ვინც ალიანსის სტრატეგიას და წესებს უარყოფს, ის ალიანსს მიღმა აყენებს თავს და თვითმარგინალიზაციას ეწევა. ამდენად, ალიანსში მართლა არანაირი დაპირისპირება არ არსებობს – სააკაშვილის კონვულსიები მხოლოდ სააკაშვილის და მისი პარტიის პრობლემაა“, – წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა: „არა მხოლოდ დიქტატურაა კრიზისში, არამედ ოპოზიციაც უმძიმეს კრიზისშია“. როგორც საააკშვილი წერს, „ოპოზიცია გადაიქცა ტელეეთერებიდან და „ფეისბუქებიდან“ მოსაუბრე პოლიტმიმომხილველებად, რომლებიც ერთმანეთთან გადაკიდებულ „კუტოკებადაა“ დაყოფილი“.

banner
წინა სტატიაშირას ამბობს ფიშერი გერმანიის საგარეო უწყების ვებ-გვერდზე პრეზიდენტად სალომე ზურაბიშვილის მოხსენიებაზე
შემდეგი სტატიარიკოთის ქარის ელექტროსადგურის პროექტისთვის “წითელ ნუსხაში” შეტანილ 2 370 წაბლის ხეს მოჭრიან