“ჩენ გვყავს გამორჩეულად უტიფარი და უმწიფარი, მატყუარა პარლამენტის თავმჯდომარე”- უგულავა

პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველომ საუკეთესო კონსტიტუცია მიიღო და მისი გადახედვა არ იგეგმება. კობახიძის მოსაზრებას ე.წ. “ქართული ოცნების ახალების გუნდი სრულად იზიარებს, როგორც მდინარაძე ამბობს, – “კობახიძემ ისტორია შეცვალა პარლამენტარიზმში, მან საუკეთესო კონსტიტუცია შექმნა ევროპაში”. ამ მოსაზრებას „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა გამოეხმაურა, მან კობახიეს უტიფარი და მატყუარა უწოდა.

„როგორც ყოველთვის, ქვეყნისთვის სამწუხაროდ, ჩვენ გვყავს გამორჩეულად უტიფარი პარლამენტის თავმჯდომარე, გამორჩეულად უმწიფარი პარლამენტის თავმჯდომარე, რომელიც ფაქტებით ჟონგრირებს და უბრალოდ ატყუებს საზოგადოებას. მსგავსი რამე 16-ში არ ყოფილა, ეს იყო ქართული ოცნებისგან მაშინ თამაში, განსხვავებით ნებისმიერი წინამორბედი მთავრობებისაგან, „ქართული ოცნების“ პასუხისმგებლობა პროპორციულ სისტემაზე გადასვლის, გაცილებით მაღალი იყო, იმიტომ, რომ შავით თეთრზე უწერიათ გამარჯვებისთანავე, პროპორციულ სისტემაზე გადასვლა. ამიტომ, უტიფარი მატყუარაა კობახიძე და კობახიძის მიერ ერთპიროვნულად, თურმე ისტორიაში საუკეთესო კონსტიტუცია დევს აქეთ და აქეთ იდება საქართველოს მილიონი მოქალაქის ხელმოწერა და მერე თავად განვსაჯოთ, რომელს უფრო მეტი ფასი ექნება, კობახიძეს, საქართველსო და მსოფლიო ისტორიაში მიღებულ საუკეთესო კონსტიტუციას, თუ საქართველოს მილიონ მოქალაქეს, რომელიც იტყვის, რომ კმარა ეს სისტემა, უნდა გადავიდეთ პროპორციულ სისტემაზე“, – აღნიშნა ოპოზიციის წარმომადგენელმა.

banner
წინა სტატიაში“შეიძლება მე ვიფიქრო გუნდის დატოვება” – “ოცნებიდან” წასვლაზე კიდევ ერთი დეპუტატი მირიან წიკლაური ალაპარაკდა
შემდეგი სტატიაამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ არ არის გამორიცხული, მარტში გრიპის ვირუსის შემთხვევებმა მოიმატოს