ჩემთვის მიუღებელია, როდესაც ჩემი გუნდის წევრს ლანძღავენ და მე მაქებენ, არ მჭირდება ასეთი ქება, გია გაჩეჩილაძემ თავისი სიტყვები წაიღოს უკან – კვირიკაშვილი

ჩემთვის მიუღებელია, როდესაც ჩემი გუნდის წევრს ლანძღავენ და მე მაქებენ. არ მჭირდება ასეთი ქება, თავისი სიტყვები წაიღოს უკან, – ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გია გაჩეჩილაძის ბრალდებებს. კვირიკაშვილმა ტარიელ ხეჩიკაშვილზე ისაუბრა და მისი მინისტრობის პერიოდი გაიხსენა. მისი თქმით, ხეჩიკაშვილს არასდროს შეურევია თავისი სახელმწიფოებრივი და ბიზნეს საქმიანობა.
“თავისი მინისტრობის პერიოდში ძალიან ბევრი გააკეთა, დაასრულა გაუთავებელი კონფლიქტები სპორტულ ფედერაციებში, ძალიან ბევრი საინტერესო პროგრამა წამოიწყო ახალგაზრდობისთვის. ჩემთვის მიუღებელია, როდესაც ჩემი გუნდის წევრს ლანძღავენ და მე მაქებენ. არ მჭირდება ასეთი ქება, თავისი სიტყვები წაიღოს უკან”, – განაცხადა კვირიკაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ გია გაჩეჩილაძემ გუშინ გამართულ ბრიფინგზე სახელმწიფო შესყიდვებში უსამართლო პირობების არსებობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სახელმწიფოს ცალკეულ კერძო კომპანიებთან კარტელური გარიგებები აკავშირებს.

banner
წინა სტატიაშიმერიამ საპატრიარქოს ალილოს ჩასატარებლად 33 000 ლარი გამოუყო
შემდეგი სტატიავარკეთილში ქვეითს ავტომობილი შეეჯახა