ჩემთვის ყველზე დიდი სიმდიდრე, საბრძოლო იარაღი ამ არჩევნებში არის თბილისელების, რიგითი ადამიანების მხარდაჭერა და თანადგომაა

„ჩემი კამპანია იქნება აგებული მხოლოდ და მხოლოდ გეგმებზე, კონკრეტულ პროექტებზე, რაც ამ ქალაქში მცხოვრებ მოსახლეობას სჭირდება. ძალიან ამბიციური გეგმები გვაქვს. ძალიან ამბიციური პროექტები გვაქვს, რომელთა განხორციელებას მომდევნო 4 წლის განმავლობაში ვგეგმავთ და ამ ყველაფერზე ეტაპობრივად მივაწვდით ინფორმაციას თბილისის მოსახლეობას, რომ ჰქონდეთ სრულყოფილი ცნობები ყველა ჩვენს გადადგმულ ნაბიჯზე. არცერთ კანდიდატზე არ ვაპირებ რაიმე შეფასებისა და განცხადების გაკეთებას. ჩემთვის ყველაზე მთავარი კონკურენტი არსებული გამოწვევები და პრობლემებია, რომლებიც, სამწუხაროდ, მრავლად გვაქვს ქალაქში. მთელი ჩემი კამპანია იქნება აგებული სამომავლო გეგმებზე, კონკრეტულ პროექტებსა და გადაწყვეტილებებზე. მე ვარ უბედნიერესი ადამიანი. ჩემთვის ყველზე დიდი სიმდიდრე, საბრძოლო იარაღი ამ არჩევნებში არის თბილისელების, რიგითი ადამიანების მხარდაჭერა და თანადგომა, რასაც ქალაქში რომ გამოვდივარ, ყოველ ნაბიჯზე ვგრძნობ და ეს არის ყველაზე დასაფასებელი. ამ ურთიერთობას, ამ სიყვარულს მე ძალიან ვუფრთხილდები და როგორც ქალაქის მერი, როგორც მერობის კანდიდატი მზად ვარ, ეს სიყვარული დავაბრუნო კონკრეტული პროექტებით და კარგი გაკეთებული საქმეებით თბილისში“, – აცხადებს კალაძე.

banner
წინა სტატიაშივიოლა ფონ კრამონი – „ნაციონალურმა მოძრაობამ“ „ქართულ ოცნებას“ ხელმოწერის გაუქმება გაუადვილა
შემდეგი სტატიადავით ზალკანიანი: “თქვენ ნუ ნერვიულობთ, ყველაფერი იქნება კარგად ახსნილი-არანაირი რუსული სცენარი არ არის”