“ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია რაიმე ზემოქმედება მათზე” – ნიკა გვარამია “იმედზე”, GDS-სა და “მაესტროზე”

ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია რაიმე ზემოქმედება მათზე, ზუსტად ისევე, როგორც ყველა დანარჩენი მედიის შემთხვევაში იქნებოდა, – ასე ეხმაურება “მთავარი არხის” გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია “იმედის”, GDS და “მაესტროს” მაუწყებლობის შეჩერებას.

ტელეკომპანიებს იმედის, მაესტროს და ჯიდიესის მაუწყებლობის შეჩერება, იმედს ვიტოვებ, სპონტანური ტექნიკური პრობლემები აქვთ, და არ ხდება მათზე მასირებული შეტევა მაუწყებლობის შეფერხების მიზნით. მიუხედავად ამ ტელეკმპანიების სრული მიუღებლობისა, ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია რაიმე ზემოქმედება მათზე, ზუსტად ისევე, როგორც ყველა დანარჩენი მედიის შემთხვევაში იქნებოდა. ველოდებით განახლებულ ინფორმაციებს, – ამბობს ნიკა გვარამია

ტელეკომპანია იმედის ჰოლდინგში შემავალ სამი ტელემაუწყებელი – იმედი, მაესტრო და GDS – დროებით გაითიშა. მაუწყებლობა უკვე აღდგა.

banner
წინა სტატიაშიელენე ხოშტარიამ გამოაქვეყნა საგამოძიებო მასალა: მხილების დროა – ვინ და როგორ გააყალბა არჩევნები?!
შემდეგი სტატიაზურაბიშვილი: არ მიეცნენ უადგილო რიტორიკას ან ხელოვნურ აჟიოტაჟს