“ჩემთვის ეს არის მიუღებელი” – დიმიტრი გაბუნია სალომე ზურაბიშვილს უპირისპირდება

admin
ავტ.: admin სექტემბერი 23, 2019 13:10

“ჩემთვის ეს არის მიუღებელი” – დიმიტრი გაბუნია სალომე ზურაბიშვილს უპირისპირდება

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, დიმიტრი გაბუნიამ სალომე ზურაბიშვილის სკანდალურ შეწყალებების შემდეგ დუმილი დაარღია და მედიასთან პირველი კომენტარი გააკეთა.

მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილებები მისთვის მიუღებელია, თუმცა შეწყალება პრეზიდენტის დისკრეციული უფლებაა.

“ჩემთვის ეს არის მიუღებელი და ეს თათბირზეც დავაფიქსირე, შვებულებაში ვიყავი და გამოვედი 3 სექტემბერს და ეს ყველაფერი გავიგე მედიის საშუალებით, ბუნებრივია, დავსვი შეკითხვები, თუმცა ეს არის პრეზიდენტის დისკრეციული უფლება… როდესაც იღებ ასეთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას, ამისთვის არსებობს შეწყალების კომისია და პასუხისმგებელი პირი, ვის უფლებამოსილებაშიც შედიოდა ამ სიების შეტანა და გაფილტვრა. მეც მაინტერესებს და როდესაც დამიბარებენ პროკურატურაში, აუცილებლად დავსვამ ამ საკითხს” – განაცხადა გაბუნიამ.

admin
ავტ.: admin სექტემბერი 23, 2019 13:10

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


4,567
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics