ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ჩემი თვალით მენახა ადგილზე არსებული ვითარება

„ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ჩემი თვალით მენახა ადგილზე არსებული ვითარება. სწორედ ამიტომ ვარ აქ. თქვენ იცით, რომ ევროკავშირი საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის ერთგულია. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის როლი, რათა შეძლებისდაგვარად, მაქსიმალურად ეცადოს სტაბილურობის შენარჩუნებას, ასევე წაახალისოს ნდობის აღდგენის ზომები. ვიცით, რომ სიტუაცია კომპლექსური და რთულია ადგილობრივი მოსახლეობისთვის. სწორედ ამიტომ ჩემთვის მნიშვნელოვანია, ვუთხრა ადგილობრივ მოსახლეობას – თქვენ მარტო არ ხართ. ევროკავშირი მშვიდობის, სტაბილურობის და უსაფრთხოების ერთგულია“, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა განაცხადა, რომელიც საოკუპაციო ხაზის მოსაზღვრე სოფელ ხურვალეთში ჩავიდა.

banner
წინა სტატიაშიდიმიტრი ხუნდაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა
შემდეგი სტატიასერგო ჩიხლაძის ინფორმაციით, ამირან გამყრელიძის გადაყენება განიხილება