ჩემთვის ცხადია, რომ დავით ერაძეზე თავდასხმა უკავშირდება მის სკანდალურ რეპორტაჟს

“მე წინასწარ ვერავის დავადანაშაულებ, მაგრამ აბსოლუტურად ცხადია პირადად ჩემთვის, რომ დავით ერაძეზე თავდასხმა უკავშირდება მის სკანდალურ რეპორტაჟს ე.წ. მოჭიდავეების საქმესთან დაკავშირებით,”- ეს განცხადება, “რუსთავი 2-ის” გენერალურმა დირექტორმა გააკეთა.

ნიკა გვარამიას თქმით, ფაქტზე რეაგირება სამართალდამცავმა ორგანოებმა უნდა დროულად მოახდინონ. მისივე განცხადებით, მოძალადეების წახალისება მსგავს ფაქტების გახშირებას ხელს უწყობს.

“ჩვენ გავერკვევით დეტალებში. პირველადი ანალიზით, ეს არის თავდასხმა იმიტომ, რომ მუქარებიც იყო, ეს არის სრული კატასტროფა. ეს არის შეიარაღებული თავდასხმა ჟურნალისტზე და მის მიერ განხორციელებული საქმიანობის გამო. მივმართავ საქართველოს პროკურატურასაც და შს მინისტრსაც, ჯერ ერთი, სასწრაფოდ გამოიძიონ ეს საქმე და მეორე, ასეთია მათ მიერ წახალისებული მოძალადეები, რომლებიც 5 ათას ლარიანი გირაოთი დადიან გარეთ და ახდენენ ორგანიზებას უკვე ჟურნალისტებზე თავდასხმისა. მე წინასწარ ვერავის დავადანაშაულებ, მაგრამ აბსოლუტურად ცხადია პირადად ჩემთვის, რომ დავით ერაძეზე თავდასხმა უკავშირდება მის სკანდალურ რეპორტაჟს ე.წ. მოჭიდავეების საქმესთან დაკავშირებით. უმკაცრესი იქნება ჩვენი რეაგირება, ყველა სამართალდამცავ ორგანოს მოვუწოდებ, იყოს ადეკვატური, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს გადავა მთლიანად მათი პასუხისმგებლობის სფეროში,“- განაცხადა ნიკა გვარამიამ.

დავით ერაძის საცხოვრებელ სახლს ესროლეს. დაზიანებულია სახლის კარი, ტყვიის მასრა კი აივანზე გდია. ადგილზე გამოძახებულია საპატრულო პოლიცია. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა.

შეგახსენებთ, რომ დავით ერაძის ერთ-ერთი ბოლო სიუჟეტი მოჭიდავეების საქმის სკანდალს ეხებოდა. სწორედ დავით ერაძემ მოიპოვა ვიდეო-მასალა, რომელიც ევროპის ჩემპიონსა და ფედერაციის პრეზიდენტს შორის კონფლიქტს ასახავს, კადრებში ჩანდა, როგორ გაუსწორდა გეგა გეგეშიძე ევროპის ჩემპიონს.

banner
წინა სტატიაშიპროკურორის ინფორმაციით, ჯეკ შეფერდს გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის გარდა, ერთ პირზე თავდასხმას ედავებიან
შემდეგი სტატიაწყალტუბოს საკრებულოს თავმჯდომარე საკრებულოს სხდომაზე დააკავეს