„ჩემთვის არ არის მნიშვნელოვანი რამდენ თანამდებობის პირს გადააყენებენ,” – ლეილა მუსტაფაევა შს მინისტრის განცხადებას ეხმაურება

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ივლისი 20, 2017 17:51

„ჩემთვის არ არის მნიშვნელოვანი რამდენ თანამდებობის პირს გადააყენებენ,” – ლეილა მუსტაფაევა შს მინისტრის განცხადებას ეხმაურება

შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი მღებრიშვილის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, სასაზღვრო პოლიციისა და უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის ხელმძღვანელებს თანამდებობები დაატოვებინეს, აფგან მუხთარლის მეუღლე, ლეილა მუსტაფაევა ეხმაურება.

ჟურნალისტის მეუღლის განცხადებით, თანამდებობის პირების გადაყენებით არაფერი იცვლება და გამოძიების მიმართ ისევ რჩება მთავარი კითხვები.

„ჩემთვის არ არის მნიშვნელოვანი რამდენ თანამდებობის პირს გადააყენებენ. გასულ თვეს, მაგალითად პოსტი დატოვა მინისტრის მოადგილე ბესიკ ამირანაშვილმაც, მაგრამ ამით არაფერი შეცვლილა. ისინი გამოძიებისთვის არაფერს აკეთებენ. ახალი არაფერია. პოლიციას ამ დრომდე ღირებული არაფერი აქვს სათქმელი, უკვე ორი თვე გავიდა. მთავარი კითხვა მაქვს – რატომ ვერ მოხდა ამ დრომდე იმ მანქანის და იმ პირების იდენტიფიცირება, რომლებმაც აფგანი თბილისიდან წაიყვანეს. გამოძიება თუ ნამდვილად მუშაობს ამ საქმეზე, მათ ეს უკვე უნდა იცოდნენ. მე დარწმუნებული ვარ, მათ ყველაფერი იციან და ყველა საჭირო ჩანაწერი აქვთ, მაგრამ არ ასაჯაროებენ. მე მაქვს კითხვა – რატომ,“ – განაცხადა ლეილა მუსტაფაევამ.

შეგახსენებთ, რომ აფგან მუხთარლის საქმის გამო სასაზღვრო პოლიციის ხელმძღვანელს და უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის ხელმძღვანელებს თანამდებობები დაატოვებინეს. გადაწყვეტილება გიორგი მღებრიშვილმა და ვახტანგ გომელაურმა ერთობლივად მიიღეს.

შინაგან საქმეთა მინისტრის განმარტებით, დავით ნიკოლეიშვილი და ოთარ კუპრაშვილი თანამდებობებს გამოძიების დასრულებამდე ტოვებენ.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ივლისი 20, 2017 17:51

Google სტატისტიკა


3,275
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics