ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა რუს სად ვებრძვი, უკრაინაში თუ საქართველოში – უკრაინაში მებრძოლი ყოფილი სამხედრო

უკრაინაში მებრძოლი ქართველი ჯარისკაცების ნაწილი ფრონტის ხაზიდან დროებით სამშობლოში დაბრუნდნენ. მებრძოლ გმირებს აეროპორტში ოჯახის წევრები, შვილები, მეგობრები და გულშემატკივრები დახვდნენ.

„საერთო მტერი გვყავს, ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა რუსს სად ვებრძვი, უკრაინაში იქნება ეს თუ საქართველოში და ერთი დიდი გამოცდილებაც მიიღო ქართულმა შეიარაღებულმა ძალებმა. სულით და ხორცით ვარ ჯარისკაცი და გადავწყვიტე, ჩემს ძმებთან ერთად წავსულიყავი. ქართულ ხელისუფლებას არაფერს ვუპასუხებდი, უბრალოდ, ქართველ ხალხს ვთხოვ, რომ ერთმანეთის სიყვარული და ერთმანეთის გვერდში დგომა ვისწავლოთ“, – აცხადებს უკრაინაში მებრძოლი ყოფილი სამხედრო ლაშა რუხაია.

banner
წინა სტატიაშიჩრდილოეთ ოსეთის მეთაურმა, სერგეი მენიაილომ უკრაინის ომში კანტუზია მიიღო
შემდეგი სტატიაბიძინა ივანიშვილი რომ პოლიტიკურ ცხოვრებაში არ ერევა, სინამდვილეში, ეს ყველამ კარგად იცის, მაინც ამბობენ, რომ ოლიგარქია და ერევა პოლიტიკურ ცხოვრებაში, მაგრამ მტკიცებულება ნული – იონათამიშვილი