,,ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია პოლიციელის მკვლელის და საერთოდ, მკვლელის შეწყალება”

შეწყალება არის პრეზიდენტის დისკრეცია, თუმცა ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია, პოლიციელის მკვლელის და საერთოდ, მკვლელის შეწყალება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

გიორგი გახარია საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ შეწყალებაზე მორატორიუმის გამოცხადების შესახებ განცხადებასაც გამოეხმაურა.

„პირველ რიგში, მინდა ვთქვა, რომ შეწყალება არის პრეზიდენტის დისკრეცია, თუმცა ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია პოლიციელის მკვლელის და საერთოდ, მკვლელის შეწყალება. რა თქმა უნდა, აქ საჭიროა საკანონმდებლო ცვლილებებიც, რაც დასტურდება იმ ნაბიჯით, რომელიც პრეზიდენტმა გადადგა, გამოაცხადა მორატორიუმი. ეს უნდა იყოს საერთო მსჯელობის საგანი პარლამენტთან ერთად და რა თქმა უნდა, რაღაც ფილტრები უნდა გაჩნდეს, რათა მძიმე დანაშაულში, განსაკუთრებით მკვლელობაში დამნაშავე ადამიანები ასეთი ფორმით არ იყვნენ შეწყალებული“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დღეს მსჯავრდებულთა შეწყალებაზე მორატორიუმი გამოაცხადა. როგორც მან აღნიშნა, წესები, რომელიც შეწყალებას ეხება, უნდა გადაიხედოს და შემუშავდეს პარლამენტში სამუშაო ჯგუფის მიერ

banner
წინა სტატიაში,,ოთხმეზურის საქმეზე მსჯელობა უნდა დავიწყოთ იქიდან, რა ხდებოდა პირველ, მეორე და მესამე ინსტანციის სასამართლოებში”
შემდეგი სტატიაგიორგი მიქაუტაძე – პრეზიდენტის ექსკლუზიური უფლება, შეიწყალოს მსჯავრდებული, სასამართლოში მიმდინარე პროცესთან არანაირ კავშირში არ არის