,,ჩემში კი არა, პატარა ბავშვშიც გამოიწვევს ეჭვს, რომ სასამართლო მიკერძოებულია”

“მაესტროს” ერთ-ერთი დამფუძნებელი მამუკა ღლონტი მიიჩნევს, რომ ლევან გაჩეჩილაძის ტელეკომპანიის დირექტორად დანიშვნასთან დაკავშირებით, სასამართლო მიკერძოებულია.
“სამწუხაროდ სასამართლომ სწრაფად გადაწყვიტა საკითხები, რომელიც ეხებოდა ბატონი ლევან გაჩეჩილაძის დირექტორად დანიშვნას და არ იხილავს საქმეს, სადაც კითხვის ნიშნის ქვეშ დგება მათი საკონტროლო პაკეტი.
შესაბამისად, ბუნებრივია ეს ჩემში კი არა, პატარ ბავშვშიც გამოიწვევს ეჭვს, რომ სასამართლო მიკერძოებულია”, – განაცხადა მამუკა ღლონტმა.
საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ ლევან გაჩეჩილაძე შპს “სტუდია მაესტროს” დირექტორად დაარეგისტრირა. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას თავად საჯარო რეესტრი ავრცელებს.
უწყების განმარტებით, ლევან გაჩეჩილაძე სტუდია “მაესტროს” დირექტორად თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 1-ელი მარტის განჩინების საფუძველზე დარეგისტრირდა. როგორც საჯარო რეესტრში განმარტავენ, სასამართლოს განჩინება გასაჩივრებას არ ექვემდებარება.

http://www.interpressnews.ge/ge/politika/369413-mamuka-ghlonti-chemshi-ki-ara-patara-bavshvshic-gamoitsvevs-etcvs-rom-sasamarthlo-mikerdzoebulia.html

banner
წინა სტატიაშილევან გაჩეჩილაძე დღეს “მაესტროში” მისვლას და თანამშრომლებთან შეხვედრას გეგმავს
შემდეგი სტატიაეკა მიშველაძე ,,საზოგადოებრივი მაუწყებლის” წინააღმდეგ სასამართლოს მიმართავს