რუსმა ჯარისკაცმა რუსეთის არმიის უსურიისკის 83-ე მოიერიშე ბრიგადიდან სიკვდილისწინა ჩანაწერი ტელეფონზე დატოვა. მან უკვე მთელი სოციალური ქსელები მოიარა. ციტატები:
“სანამ თავზე “ჩიტები”(დრონებს გულისხმობს) არ დაგვტრიალებენ, ვიმალებით და ვისვენებთ. მანამდე გავრბოდით, ოღონდ სად, ჩვენც არ ვიცით.
“ძალა აღარ დაგვრჩა. სამი დღეა არაფერი გვიჭამია, არც წყალი დაგვილევია. მხარდაჭერა არანაირი. საშინლად მწყურია. მეთაური დაჭრილია, მის მოვალეობას მე ვასრულებ.”
“ფარა” კავშირზე არ გამოდის, ალბათ დაიღუპა. ჩემს უკან ბიჭები წვანან, ხუთი 300-იანი ( დაჭრილი) , ოთხი 200-იანი( მკვდარი) დავთვალე, საშინლად დასახიჩრებულები, მათ არც არავინ მოძებნის”.
“რა უნდა ვქნათ, არ ვიცით, ძალები აღარ გვაქვს, ფეხები აღარ გვემორჩილება, ვაზნები აღარ დაგვრჩა. მორჩა, ტყვედ ჩავბარდებით, მეტი აღარ შეგვიძლია, ასე მაინც ვიცოცხლებთ კიდევ.”
“ბიჭებო, ვინც ამას ხედავთ, არანაირ კონტრაქტზე ხელის მოწერაზე არ იფიქროთ. მორჩა, უკვე “ჩიტების” ზუზუნის ხმა ისმის.”
ალფა სიხშირე