“ჩემს პირად გვერდზე თანხას მე ვხარჯავ, მერიის „ფეისბუქის“ გვერდზე კი, მერიის თანხები იხარჯება”

თბილისის მერი თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ლევან ხაბეიშვილის განცხადებას, რომ კახა კალაძემ მერიაში აიყვანა მრჩევლები, რომელთა ანაზღაურება 4 000-5 600 ლარია, 60 ათასი დოლარი კი რეკლამაზე იხარჯება, ეხმაურება და აცხადებს, რომ მის მრჩევლებს მასზე მარალი ხელფასი არ აქვთ, ხოლო ვინ იქნება მისი მრჩეველი, ამას თავად წყვეტს და არა საკონკურსო კომისია.
„ჩემს მრჩევლებს ჩემზე მაღალი ხელფასი არ აქვთ. რაც შეეხება არჩევას, მრჩეველს მე ვწყვეტ ვინ იქნება და არა კონკურსი. ეს არის ჩემი პასუხი. როგორც იცით, ჩემი ანაზღაურება სხვა მიმართულებით მიდის. ამასთან, როდესაც მსჯელობა მიმდინარეობდა რომ მომხდარიყო ხელფასის და დანამატის გაერთიანება, რაც მოადგილეების შემთხვევაში მოხდა, ჩვენი გადაწყვეტილება იყო, რომ მერის ხელფასი დარჩენილიყო ის, რაც იყო, მე ამ თანხას არ ვიღებ.
მერიის გვერდზე დაიხარჯა და არა ჩემს პირად გვერდზე. ჩემს პირად გვერდზე თანხას მე ვხარჯავ, მერიის „ფეისბუქის“ გვერდზე კი, მერიის თანხები იხარჯება. ეს ნორმალურია, რადგან საზოგადოებას უნდა მივაწოდოთ ინფორმაცია თუ რა კეთდება მერიაში, რა იგეგმება. ჩვენ ვართ ხალხის მიერ არჩეული და ვალდებულებიც ვართ ინფორმაცია მივაწოდოთ დედაქალაქის მოსახლეობას”,- განაცხადა კალაძემ.

banner
წინა სტატიაშისტრასბურგში სარჩელის შეტანა მნიშვნელოვანია, მაგრამ მთავარი იქნება, რამდენად დაიცავს საქართველო თავის ინტერესებს ამ სარჩელის მიმდინარეობისას- სამადაშვილი
შემდეგი სტატიაცქიტიშვილის მოადგილედ გიგა კაცია დაინიშნა