ჩემს მომავალ საქმიანობაზე აუცილებლად გაიგებთ, როგორც კი დავასრულებ საქმიანობას მერიაში – ნარმანია

დავით ნარმანია 10 ნოემბერს შემაჯამებელ ანგარიშს წარადგენს, სადაც სამომავლო გეგმებზეც ისაუბრებს:

„ჩემ მომავალ საქმიანობაზე აუცილებლად გაიგებთ, როგორც კი შემაჯამებელ ანგარიშს გავაკეთებ და დავასრულებ საქმიანობას თბილისის მერიაში. ამას აუცილებლად გაცნობებთ. სამი წლის შემაჯამებელი ანგარიში იქნება 10 ნოემბერს. ვაპირებთ საუბარს იმ პროექტებსა და პროგრამებზე, რაზეც ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ, იმ შედეგებზე,რაც გვაქვს და ფართო საზოგადოებას მივაწვდით ამ ინფორმაციას”, – განუცხადა ჟურნალისტებს დავით ნარმანიამ.

banner
წინა სტატიაშიველოსიპედის და მშვიდობის ხიდის გადატანაზე უფრო მეტად საჭირბოროტო საკითხებია ქალაქში – კალაძე
შემდეგი სტატიაუპატრონო-ამოუცნობ გვამზე კანონში ცვლილებები შევა