ჩემს მიმართ იყო არაერთი სექსისტური გამონათქვამი, არც მინისტრებისგან, არც სახალხო დამცველისგან, ამ თემაზე რაიმე გამოხმაურება მე არ მახსენდება!

“ზოგადად საყვედურები არ მჩვევია, მაგრამ ეს ის შემთხვევაა როცა ჩემი გულისტკივილი უნდა გაგიზიაროთ.

სექსისტური გამონათქვამები ჩემთვის მიუღებელია! მითუმეტეს, რომ პირადად ჩემ მიმართ იყო არაერთი ასეთი შემთხვევა და ვიცი რასაც შეიძლება განიცდიდეს ქალი ამ დროს.

ღვარძლიანი და სექსისტური გამონათქვამების შესახებ, ჩემი და ანას მიმართ ეუთომ თავის დასკვნაში დაწერა:

“ეს გადაძახილები შეიცავდა პირად შეურაცხყოფებს, ღვარძლიან ბრალდებებს და დამამცირებელ კომენტარებს, რომლებიც ზოგჯერ სექსისტური იყო.”

უფრო მეტიც, ეუთო წერს, რომ:

“მოსამართლე წევრები ხშირად აწყვეტინებდნენ არამოსამართლე წევრებს … და დასცინოდნენ მათ კითხვებს”

ბევრი რომ არ გავაგრძელო ძალიან გამიხარდებოდა, ეუთოს და რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის გარდა, ვინმეს ხმა ამოეღო.

არც მინისტრებისგან, არც სახალხო დამცველისგან, ამ თემაზე რაიმე გამოხმაურება მე არ მახსენდება!

ჩვეულებრივი ამბავი არ არის, მოსამართლე წევრი რომ მოგიწოდებს წადი სახლში და ბავშვებს მიხედეო. და ეს არ იყო ერთადერთი შემთხვევა.

მადლობა ეუთოს, რომ ეს შეამჩნია და აღნიშნა თავის ანგარიშში!” – წერსჯანეზაშვილი.

banner
წინა სტატიაშილავროვთან შეხვედრა იყო საჭირო, დროული და აუცილებელი – ზალკალიანი
შემდეგი სტატიაშს მინისტრმა რეგიონული უსაფრთხოების თემაზე გამართულ შეხვედრაზე სტუმრებს სიტყვით მიმართა