ჩემს მიერ იქნა მიღებული ეს გადაწყვეტილება – კობახიძე აზარაშვილის გადაყენებაზე

პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ჯანდაცვის მინისტრის გადაყენების გადაწყვეტილება მან მიიღო. მან ყურადღება კვლავ კომუნიკაციის პრობლემაზე გაამახვილა.

“ზურა აზარაშვილმა ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი საქმე გააკეთა. მათ შორის, იმ მიმართულებით, რაზეც მან გაამახვილა ყურადღება. იყო გარკვეული ხარვეზები კომუნიკაციაში, თუმცა ეს ხარვეზები იყო არსებითი თავისი შინაარსით. აქედან გამომდინარე იქნა ჩემს მიერ მიღებული ეს გადაწყვეტილება, რომელიც იქნა მიღებული, თუმცა, რა თქმა უნდა, ეს გადაწყვეტილება ვერავითარ შემთხვევაში ვერ დაუკარგავს ზურა აზარაშვილს იმ დამსახურებას, რომელიც მას აქვს თავისი რამდენიმე წლიანი საქმიანობით,” – ამბობს კობახიძე.

banner
წინა სტატიაშილოგიკური იყო ვეტო, რომელიც მისი ანტისახელმწიფოებრივი ქმედებების კიდევ ერთი გაგრძელებაა – კობახიძე ზურაბიშვილზე
შემდეგი სტატიადღევანდელი მონაცემები არის ზუსტად ასეთი- ჩვენ გვაქვს 60%-მდე, ნაცმოძრაობას 18% – კობახიძე