ჩემს კოლეგას შოუს ელემენტებით დატვირთული საქმის განხილვა მოუწევს – გვირტიშვილი დოლიძის მიერ მის წინააღმდეგ სარჩელის შეტანას ეხმაურება

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის, ანა დოლიძის მიერ მის წინააღმდეგ სარჩელის შეტანას ეხმაურება.

დიმიტრი გვრიტიშვილი ამბობს, რომ სასამართლოს “შოუს ელემენტებით დატვირთული საქმის” განხილვა მოუწევს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის თქმით, სარჩელის გაცნობის შემდეგ გააკეთებს კომენტარს, თუმცა, ასევე, აღნიშნავს, რომ ანა დოლიძის მისამართით გაკეთებულ განცხადებას დღესაც ეთანხმება და არ ცვლის.

„იქიდან გამომდინარე, რომ მე პატივს ვცემ ჩემს სტატუსს და ასევე, იმ ჩემს კოლეგას, რომელსაც ამ საქმის, მე ვიტყოდი, შოუს ელემენტებით საკმაოდ დატვირთული საქმის განხილვა მოუწევს, ისედაც, არაკომფორტული იქნება მისთვის, დოლიძის საზოგადოების პირობებში ამ საქმის განხილვა… ჩემი პოზიცია, როგორც მოპასუხის, სასამართლოს წარედგინება მას შემდეგ, რაც ჩამბარდება სარჩელი და გავეცნობი მის არგუმენტაციას. როგორც გაჟღერდა, მოთხოვნა არის იმ ცნობების უარყოფა, იმ ცნობების მოთხოვნის უარყოფას მე არ დავეთანხმები, აქვე გიცხადებთ, კიდევ ვამბობ, თავს შევიკავებ კონკრეტული არგუმენტაციის წარმოდგენისგან,“ – განაცხადა გვრიტიშვილმა.

იუსტიციის საბჭოს წევრების, ანა დოლიძისა და დიმიტრი გვრიტიშვილისდაპირისპირებამ საჯარო სივრციდან სასამართლო დარბაზში გადაინაცვლა. საბჭოს არამოსამართლე წევრი, ანა დოლიძე ქუთაისის სააპელაციოს სასამართლოს თავმჯდომარეს ღირსების შელახვაში და ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს.

საქმე ეხება გვრიტიშვილის მიერ რამდენიმე თვის წინ გაკეთებულ განცხადებას, თითქოს დოლიძე 2008 წელს რუსეთის სასარგებლოდ აგროვებდა ქართველი ჯარისკაცების მაკომპრომეტირებელ ინფორმაციას. ანა დოლიძე სარჩელის მოტივს განმარტავს.

banner
წინა სტატიაშიმესიმ ფეხბურთის ისტორიაში მეხუთედ მოიგო “ოქროს ბუცი”
შემდეგი სტატიავენესუელას პრეზიდენტად მარუდო ხელახლა აირჩიეს