“ჩემს ყოფილ სტუდენტებს მინდა შევახსენო, რომ ქვეყნის მიზანი არ უნდა იყოს რომელიმე ორგანიზაციაში გაწევრიანება”

ხელისუფლება მოქმედებს უტვინოდ

ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლა უდაოდ შეცვლის არამარტო ევროკავშირს, არამედ მსოფლიო პოლიტიკას, – განაცხადა “დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ დიდი ბრიტანეთის რეფერენდუმის შედეგების კომენტირებისას.

მისი თქმით, ქვეყნის მიზანი რომელიმე ორგანიზაციაში გაწევრიანება კი არა, ქვეყნის მთლიანობა, დემოკრატიული განვითარება და ეკონომიკის გაძლიერება უნდა იყოს.

“უპირველეს ყოვლისა მინდა, ყველას შევახსენო და, პირველ რიგში იმ ჩემს ყოფილ სტუდენტებს, რომლებიც ახლა მაღალ თანამდებობებზე არიან, რომლებმაც, როგორც ჩანს, ვერ გაიგეს, რასაც ვასწავლიდი – ქვეყნის მიზანი არ შეიძლება, იყოს რომელიმე თუნდაც ძალიან მიმზიდველ ორგანიზაციაში გაწევრიანება. ქვეყნის მიზანი უნდა იყოს ქვეყნის მთლიანობა, დემოკრატიული განვითარება, ეკონომიკის გაძლიერება და არა რომელიმე ორგანიზაციის წევრობა. რაც ახლა მოხდა ევროკავშირთან დაკავშირებით, ამას კიდევ ერთხელ ადასტურებს”,- აღნიშნა ბურჯანაძემ.

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის განცხადებით, ბრიტანეთის გადაწყვეტილება ევროკავშირს რადიკალურად შეცვლის, რაც ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკასაც შეეხება.

“ერთმნიშვნელოვანია, რომ ბრიტანეთის გადაწყვეტილება შეცვლის ევროკავშირს რადიკალურად. შეიცვლება შესაბამისად ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკასაც, მათ შორის საქართველოსთან მიმართებაში. იგივე უკრაინაში უკვე გაკეთდა განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ ევროპა ვეღარ მოიცლის უკრაინის ,საქართველოს და სხვა მსგავსი ქვეყნებისთვის და ვიზალიბერალიზაციაზე ლაპარაკიც არაეფექტური იქნება. მნიშვნელოვანია, რომ ამ უმძიმესი პერიოდის განმავლობაში ევროპა გაუმკლავდეს პრობლემებს და სწორი პოლიტიკის გატარება გახდეს შესაძლებელი”, – განაცხადა ბურჯანაძემ.

banner
წინა სტატიაშითინა ხიდაშელი: როგორც ჩანს დე ფაქტო ხელისუფლება ბოლომდე ვერ აცნობიერებს რა მასშტაბის პრობლემასთან აქვს საქმე
შემდეგი სტატია25 ივნისს იუსტიციის სახლის ჩვიდმეტივე ფილიალი 10:00-დან 17:00 საათამდე იმუშავებს