ჩემს და დავით თარხან-მოურავის სატელეფონო საუბრებს თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახური პირდაპირ ისმენს

ჩემს და დავით თარხან-მოურავის სატელეფონო საუბრებს თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახური პირდაპირ ისმენს

"კოალიცია "ქართული ოცნება" რეალურად უკვე დაიშალა"მიხეილ სააკაშვილმა ადამიანის პირადი ცხოვრების დანგრევაზე ორიენტირებული მთელი ინდუსტრია შექმნა, ჟურნალისტებზე, ოპოზიციის ლიდერებსა და აქტიურ მოქალაქეებზე ინტენსიური გადაღებები, განსაკუთრებით, 2012 წლის არჩევნების წინ მიდიოდა. ამის შესახებ გადაცემა 2030-ში „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა, ირამ ინაშვილმა განაცხადა.

„რატომღაც, აქცენტი დღევანდელ მოვლენებზე კეთდება და ჩანაწერების გაკეთება როდის და ვის მიერ ხდებოდა, ამაზე არავინ საუბრობს. როგორ შეიძლება, ათეულ ათასობით ფაილი მითი ყოფილიყო?! სააკაშვილმა ადამიანების პირადი ცხოვრების დანგრევაზე ორიენტირებული მთელი ინდუსტრია შექმნა. ჟურნალისტებზე, ოპოზიციის ლიდერებსა და აქტიურ მოქალაქეებზე ინტენსიური გადაღებები, განსაკუთრებით, 2012 წლის არჩევნების წინ მიდიოდა. ჩვენ არ ვიცით, ისევ არსებობს თუ არა სხვა კადრები და მოხდება თუ არა მათი გავრცელება. არის კი, ამ ყველაფრის შეჩერების მექანიზმი“,-აღნიშნა ირმა ინაშვილმა.

მისივე თქმითმ მაშინ, როცა სამართალდამცავ სტრუქტურებში გადაღებებში მონაწილე ხალხი ისევ მუშაობს, რატომ უნდა გამოვრიცხოთ, რომ გადაღება დღესაც ხდება.

„მაქვს ინფორმაცია, რომ ჩემს და დავით თარხან-მოურავის სატელეფონო საუბრებს თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახური პირდაპირ ისმენს და მოსმენებზე სხვებიც საუბრობენ. ეს კოჰაბიტაციის შედეგია, რასაც დამანგრეველი შედეგები მოაქვს. ყველაზე დიდი დარტყმის ქვეშ ხელისუფლებაა. ვინ იყვნენ კოჰაბიტაციის იდეოლოგები?! – თინა ხიდაშელი, მთელი „რესპუბლიკური პარტია“ და ალასანიას ჯგუფი, რომლებიც თავიანთივე პროპაგანდირებული ფორმულის მსხვერპლნი გახდნენ“,-მიიჩნევს „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი.

როგორც ინაშვილმა აღნიშნა, ახლა ბევრს საუბრობენ, რომ ამ ყველაფრის ორგანიზატორი ივანიშვილია. „ყველას მოვუწოდებ, ცოტა ადეკვატურები იყვნენ. თუ ივანიშვილი ასეთ დარტყმებს საკუთარ თავს ან მის მიერ მოყვანილ ხელისუფლებას უწყობს, ყოჩაღ მას. მე მის დაცვას არ ვაპირებ. მობრძანდეს სტუდიაში თამარ ან თინა ხიდაშელი და მათ დაიცვან“,-აღნიშნა ინაშვილმა.

როგორც მან აღნიშნა, ჩანაწერების გამავრცელებლებს მიზანი ფაქტობირვად მიღწეული – ხელისუფლება განსაკუთრებული წნეხის ქვეშაა; საზოგადოება შოკირებულია და აბსოლუტური დაუცველობის შეგრძნებაა; დანგრეულია ადამიანების პირადი ცხოვრება, რაც, გარდა იმისა, რომ სისხლის სამართლის დანაშაულია, დიდი ტრაგედიაა.

„ეს ყველაფერი, პირველ რიგში, სააკაშვილის გუნდის ინტერესებში შედის და ვფიქრობ, პროცესში ადეიშვილის და ბოკერიას ტვინია ჩართული. თუ ვივარაუდებთ, რომ სააკაშვილი რუსეთის ყველაზე დიადი აგენტია, მაშინ მიმდინარე პროცესებში რუსული სპეცსამსახურების კვალიც ჩანს. ვერ ვხედავ, რომ ხელისუფლება თუნდაც საინფორმაციო ომს იგებს. საზოგადოების ინფორმირება ცალმხრივად მიდის. რის შედეგადაც, გარკვეულმა ადამიანებმა წინა ხელისუფლების დროს ჩადენილი ყველა საშინელება გადახაზეს – როცა ხალხს აწამებდნენ, უღებდნენ და ქმრებს მეუღლეების გაუპატიურებას აყურებინებდნენ. ეს ყველაფერი უნდა წავშალოთ?! დღევანდელ ხელისუფლებაში ბევრი უბიოგრაფიო ხალხია. უფრო მეტი მცოდნე, კომპეტენტური მოხელე რომ გვყოლოდა, პერსონალური მონაცემების შესახებ არა ასეთი, არამედ უფრო მკაცრი და სერიოზული კანონი გვექნებოდა; გვეყოლებოდა კიბერ პოლიცია, რომელიც პირადი ცხოვრების დაცულობას უზრუნველყოფდა“,-აღნიშნა ირმა ინაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიკუდ-ის ყოფილი თანამშრომელი თემურ კენკებაშვილი პროკურატურაში დაიბარეს
შემდეგი სტატიათქვენ არსებობთ არა იმისათვის რომ ქვეყანა გადაგვიქციოთ პორნოფილმების სტუდიად