“ჩემს ამომრჩეველს ვეტყვი, რომ მათი ხმა არ დაკარგულა” – უსუფაშვილი სამომავლო გეგმებზე

“საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა, ევროსაბჭოს სივრცეში, სადაც საკონსტიტუციო უმრავლესობა 3/4, ანუ 75 %-ია.” განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ “მაესტროს” პირდაპირ ეთერში საუბრისას, სადაც მან სამომავლ გეგმებზეც ისაუბრა:
“თუ დამისახელებთ, ევროსაბჭოს რომელ წევრ ქვეყანში აქვს საკონსტიტუციო უმრავლესობა ერთ კონკრეტულ პარტიას? ამას გარდა, საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა, ევროსაბჭოს სივრცეში, სადაც საკონსტიტუციო უმრავლესობა 3/4, ანუ 75 %-ია. თუ ჩვენ შემთხვევაში ეს 3/4 -იანი უმრავლესობაა, სხვა შემთხვევებში 2/3, ანუ 66 %. გამოდის, რომ დღევანდელ პარლამენტში, ჩვენ ვიღებთ 75 % -ზე მეტის მქონე ერთ პოლიტიკურ ძალას და ამ პოზიციებით ვდგამთ შემდგომ ნაბიჯებს ევროპული ინტეგრაციისკენ.
ეს პირადად ჩემთვის ნიშნავს იმას, რომ პარლამენტს გარეთ ძალიან აქტიური პოლიტიკური საქმიანობით, ამომრჩეველთან ძალიან აქტიური ურთიერთობით ვაპირებ აქტიურ პოლიტიკურ პროცესში ყოფნას. იმისთვის რომ, ხელი შევუწყო ძალიან ბევრ ისეთ რამეს, რაც სამწუხაროდ ალბათ პარლამენტში ვერ განხორციელდება. არ მაქვს პრობლემა ვთქვა კარგზე კარგი და პირიქით. ამასთან არც იარლიყების შემეშინდება.ჩემს ამომრჩეველს კი, კიდევ ერთხელ ვეტყვი, მათი ხმა არ დაკარგულა და ის საქმე რაც უნდა გაკეთებულიყო მათი მანდატით, მათი ნდობით, მე ამ საქმეს გავაკეთებ.“ განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

ვირუსის ბლოკატორები