” ჩემს ახლობელს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და ნაცემი უკაცრიელ ადგილას დატოვეს”- მორიგი ისტორია ბერაზე

მოქალაქე ლევან ჭანტურია ტელეკომპანია “ფორმულასთან” საუბრისას ამბობს, რომ 2017 წელს, ბერა ივანიშვილთან დაახლოებულმა პირებმა, მის ახლობელს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და ნაცემი უკაცრიელ ადგილას დატოვეს. ჭანტურიას თქმით, მიზეზი ბერა ივანიშვილზე ნეგატიური კომენტარები გახდა.

ჭანტურია ამბობს, რომ შემთხვევა დიდგორის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.

მანქანაში ჩასვეს ძალით გამოყენებით და მისი ნების საწინააღმდეგოდ ქალაქიდან გაიყვანეს, დიდგორის მიმართულებით, როგორც მომიყვა. ჰქონდა ადგილი ფიზიკურ შეურაცხყოფას და უფრო მეტად სიტყვიერ შეურაცხყოფას. ხელოვნური აუზი იყო ძველი და იქ ჩატოვეს. უკაცრიელ ადგილას მიატოვეს გალახული, შეურაცხყოფილი და წამოვიდნენ, – ამბობს ჭანტურია.

banner
წინა სტატიაშიმეუფე სტეფანე – ეპარქიის დატოვებას არ ვაპირებ, ეს არის მგლების შეთქმულება
შემდეგი სტატიაეპარქიამ ხალხი მოაჯირიდან გადაყარა