20.9 C
Tbilisi
შაბათი, ივნისი 13, 2026
banner

ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ, გულშემატკივრებსა და პოლიციას შორის დაპირისპირებისას, საფრანგეთში 400-ზე მეტი ადამიანი დააკავეს

BBC-ის ინფორმაციით, საფრანგეთში, ჩემპიონთა ლიგის ფინალში „პარი სენ-ჟერმენის“ (პსჟ) „არსენალთან“ გამარჯვების შემდეგ, ფეხბურთის გულშემატკივრებსა და­ პოლიციას შორის დაპირისპირებისას 400-ზე მეტი ადამიანი დააკავეს.

მედიის ინფორმაციითვე, არეულობის შესაჩერებლად პარიზში ათასობით პოლიციელი იყო მობილიზებული, რამაც შეაფერხა ავტობუსების, მატარებლებისა და რკინიგზის მოძრაობა.

გავრცელებული ინფორმაციით, შეტაკების დროს რამდენიმე პოლიციელი დაშავდა. პოლიციამ ქალაქის ცენტრში შეკრებილი მოქალაქეების დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

ცნობისთვის, პარიზის შანზ-ელიზეს გამზირი გულშემატკივრებით აივსო მას შემდეგ, რაც საფრანგეთის გუნდმა პენალტების სერიაში გაიმარჯვა. გავრცელებულ კადრებში ჩანს, როგორ აფეთქებენ პიროტექნიკას, ამსხვრევენ მაღაზიის ვიტრინას და წვავენ ელექტროველოსიპედებს.

პოლიციის ცნობით, არეულობის დროს ექვსი ავტომობილი, ორი ბიზნეს ობიექტი და ავტობუსის გაჩერება დაზიანდა. ხელისუფლების ცნობით, დღეს, გამთენიისას, 416 ადამიანი დააკავეს, მათ შორის 280 პარიზში.

banner
წინა სტატიაშიპაპუნა ლოცულაშვილის ძმა განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატია1-ლი ივნისიდან საჯარო სივრცეში შეურაცხმყოფელი განცხადებების მონიტორინგი და მასზე სამართლებრივი რეაგირება დაიწყება