“ჩემო საყვარელო ხალხო, ყველამ იცის, რომ მე ციხეში არ უნდა ვიჯდე, ყველამ იცის, რომ ეს ბრალდებები არნახულად შეთითხნილია”

ჩემო საყვარელო ხალხო, ყველამ იცის, რომ მე ციხეში არ უნდა ვიჯდე, ყველამ იცის, რომ ეს ბრალდებები არნახულად შეთითხნილია, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომელიც „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ პირდაპირ ეთერში გადაიცემა.

მისივე თქმით, ის არის პუტინის პირადი პატიმარი.

„როგორ მოხდა, რომ მსოფლიოს ყველა ქვეყანა შემოვიარე, ჰოლანდიაში გენერალურმა პროკურორმა 4-ჯერ დამპატიჟა, მთელი პროკურატურისთვის ლექცია რომ წამეკითხა, ყველაზე სამართლებრივ ქვეყანაში ევროპაში და ერთადერთი ქვეყანა, რომელიც ჩემ წინააღმდეგ ბრალს აღიარებს, ამ ბედოვლათების გარდა, არის რუსეთი.

მე ვარ პუტინის პირადი პატიმარი და მინდა ვუთხრა ქართველ ხალხს არავითარი ხელის ჩამოშვება, პაუზები და გაჩერება! ჩვენ სამშობლო გვყავს გადასარჩენი! ყველანი მობილიზებული, მშვიდობიანი, ორგანიზებული, მაგრამ თავგადადებული და თავგადაკლულები უნდა ვიყოთ. ხომ გადავდე მე თავი, ხომ გადადო ელენე ხოშტარიამ, ნიკა მელიამ, როცა თავისი ფეხით შევიდა ციხეში? ხომ გადადო ლექსო რაფავამ თავი? არანაირი უკან დახევა, ეს რეჟიმი აუცილებლად უნდა მოშორდეს და საქართველო უნდა გათავისუფლდეს. დიდი მადლობა ჩემო ქართველო ხალხო იმისთვის, რომ მიმიღეთ, მხარს მიჭერთ და იმისთვის, რომ იბრძვით. ჩვენ აუცილებლად დავამარცხებთ ამ საშინელებას. ჩვენ აუცილებლად ვიქნებით თავისუფალი, ამაყი და ძალიან წარმატებულები, ამაში ვარ აბსოლუტურად დარწმუნებული“, – განაცხადა სააკაშვილმა პროცესზე, რომელიც „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ პირდაპირ ეთერში გადაიცემა.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ სააკაშვილი 7 ნოემბერზე – ამ პროცესს შს მინისტრი მართავდა, მე ტელევიზორით ვუყურებდი და არავისთვის დირექტივა არ მიმიცია
შემდეგი სტატია“ჩემი სურვილით ვტოვებ დარბაზს”: სააკაშვილის სასამართლო პროცესი შესვენების შემდეგ, მის გარეშე გაგრძელდება